დგას თუ არა მათი პარტიის უკან ბიძინა ივანიშვილი? - რას პასუხობს ხოჯევანიშვილი - კვირის პალიტრა

დგას თუ არა მათი პარტიის უკან ბიძინა ივანიშვილი? - რას პასუხობს ხოჯევანიშვილი

უმრავლესობიდან გასული დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიას, რომელსაც გიორგი გახარია შექმნის, კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილთან.

კითხვაზე, დგას თუ არა მათი პარტიის უკან ბიძინა ივანიშვილი, ხოჯევანიშვილი ასე პასუხობს: "ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს".

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა მმართველი პარტია დატოვეს.