ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა - კვირის პალიტრა

ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა.

სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარსაც დაათვალიერებს.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.

"ინტერპრესნიუსი"