"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვეა, აქციის ორგანიზატორები არიან, აბსოლუტურად ემიჯნებიან ყველანაირ ქსენოფობიურ განცხადებას" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვეა, აქციის ორგანიზატორები არიან, აბსოლუტურად ემიჯნებიან ყველანაირ ქსენოფობიურ განცხადებას"

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვეა, აქციის ორგანიზატორები არიან, აბსოლუტურად ემიჯნებიან ყველანაირ ქსენოფობიურ განცხადებას , - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი ასევე ემიჯნებიან რადიკალურ ჯგუფებს.

"ერთი რამ, რაც პირადად პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვეა, აქციის ორგანიზატორები არიან, აბსოლუტურად ემიჯნებიან ყველანაირ ქსენოფობიურ განცხადებას, ამ თვეების თუ დღეების განმავლობაში მოვისმინეთ. აბსლოლუტურად იმიჯნებიან ყველა იმ რადიკალურ ჯგუფს, რომლებიც იქ ჩადიან ხოლმე და სრულიად მიუღებენ მოთხოვნებს აყენებენ. ზოგჯერ ამ რადიკალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებაც შეიძლება მოხდეს. ერთია სამოქალაქო , მშვიდობიანი პროტესტი, მეორე, გარკვეული რადიკალური ჯგუფები, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური, მათი პოზიცია, რაც მიუღებელია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის და არ არის კარგი არც ქვეყნის იმიჯისთვის და არც ქვეყნის პოზიციონირებისთვის საერთაშორისო არენაზე", - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ესწრებოდნენ. დიალოგში საპარლამენტო უმრავლესობიდან მონაწილეობდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

"ინტერპრესნიუსი"