"გახარიას თანაგუნდელები, მისივე ბარით ენერგიულად მარხავენ მასვე"
"გახარიას თანაგუნდელები, მისივე ბარით ენერგიულად მარხავენ მასვე"
ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქზე" გიორგი გახარიას შესახებ აქვეყნებს პოსტს და წერს, რომ მისი თანაგუნდელები "მისივე ბარით ენერგიულად მარხავენ მას..."

"ქართული უკუღმა პოლიტიკა:

როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური ოპონენტების პოზიციები მუშაობს გახარიას სასარგებლოდ.

მაგრამ ეს ვერ შველის იმას, რომ მისი თანაგუნდელები, მისივე ბარით ენერგიულად მარხავენ მასვე...", - წერს გია ხუხაშვილი.

ალექს
17 აპრილი 2021 08:13
ჭაბუა ამირეჯიბმა დაწერა ,  ქართველებს რაღაც ერთი იდეია რომ ჰქონდეთო, ისეთიო, გამაერთიანებელიო, ყველას რომ ძირითად ხაზად მიაჩნდესო, მაშინო გვარტომული სამეზობლო და პარტიულ კლანური დაყოფა ასეთ გავლენას ვერ მოახდენსო, მეო ასეთ იდეადო საქმე, საკეთებელი, საშენი, მიმაჩნიაო, ერთი საქმეო ყველასათვის საშურიო, არა ურაპატრიოტული, არა ფსევდოსოციალური, არამედ რეალურიო, ძალიან ახლო და გასაგებიო ! ბოლოსა კი თქვა რა არის ის იდეია-ეს საყოველთაო კეთილდღეობაა, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას შრომით, თანაბარი უფლებებისა და სოლიდარული ვალდებულებების არსებობისას ! ესაა იდეია ,რომლის უარყოფა არცერთ ქართველს არ შეუძლია, სამაგიეროდ შეუძლია იშრომოს , დაიცვას საკუთარი ნაშრომი ინდივიდუალურადაც და კოლექტიურადაც  , სხვას არ წაართვას ნაშრომი და საერთოს მიუმატოს და არა დააკლოს რა! ასეთ შრომას სჭირდება ნადი , ნადს თავი , თუნდაც უდიპლომო !შეძლებთ ამირანის თავნებობის დაოკებას , ბადრის და უსუფის შთამომავლებო !? თუ ჰო, კვლავაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისე არ ამასწყდებიან ჯავრი  შესჭამონ მტრისანი ! ვერ შეძლებთ და, ჯაჭვი ყოველ ვნების ხუთშაბათს შეიჭედება კვლავაც !
ახლა ფილოსოფიის დრო აღარაა, მაგრამ ილიას სამებას- "ენა , მამული, სარწმუნოება" თუ დავუმატებთ და მთავარ კანონში ჩავწერთ ჭაბუას " საქმე და საყოველთაო კეთილდღეობა "-ს  , 268 პარტია და მათ მიერ დაყვლეფილი ხალხი აღარ გვეყოლება, რადგან ყველას უფლება საკუთარი შრომით და ნიჭით  მოიპოვოს კეთილდღეობა ,თანაბრად დაცული იქნება ! ახლა, საუბედუროდ  მარტო ხელისუფალის,პოზიციის და ოპოზიციის,  ჩინოვნიკის და სამართალდამცავის  კეთილად ბრძანების უფლებაა დაცული რიგითი მოქალაქე ამხანაგ ხალხის უფლებათა ხარჯზე !
ია
16 აპრილი 2021 12:21
გია მართალია,ამაზე უკეთესი შესაფერისი სიტყვის მოძებნა ძნელიცაა და არცაა საჭირო.
ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
16 აპრილი 2021 12:10
ასეთი სიმართლე არასდროს გითქვბამს

რუბრიკის სხვა სიახლეები