"გუშინ ადიდებდნენ, დღეს ლანძღავენ... მეცნო" - კვირის პალიტრა

"გუშინ ადიდებდნენ, დღეს ლანძღავენ... მეცნო"

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ეხმაურება "ქართული ოცნების" გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ რიტორიკას და წერს, რომ თუკი მას, პრემიერ-მინისტრობის დროს, აქებდნენ, დღეს უკვე ლანძღვის ობიექტად იქცა, რაც მისთვისაც ნაცნობი სიტუაციაა:

"დააკვირდით ქართული ოცნების სპიკერების კომენტარს გახარიას მიმართ - გუშინ ადიდებდნენ, დღეს ლანძღავენ....

მეცნო.

რა არის საყრდენი ასეთი "ერთობის"? - კომფორტის ზონა და მატერიალური სარგებელი. ალაგ - ალაგ შიშიც...

სამწუხაროდ!", - წერს ეკა ბესელია.