"მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და "ქართული ოცნების" ყრუ კედელი მოირღვა"
"მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და "ქართული ოცნების" ყრუ კედელი მოირღვა"
კარგია და მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და "ქართული ოცნების" ყრუ კედელი მოირღვა, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მმართველი პარტიის მხრიდან მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერას.

როგორც უგულავამ ჟურნალსიტებს ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში მიიღებენ რაციონალურ დოკუმენტს, სადაც მხარეების მთავარი მოთხოვნები აისახება, რაც უგულავას შეფასებითვე, "განსაკუთრებით "ქართულ ოცნებას" სახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაუტოვებს".

როგორც უგულავა აცხადებს, ამავე დოკუმენტის ფარგლებში უნდა მოხდეს საკითხების დეტალიზაციასც.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია 3 საკითხზე ჩვენ თანხმობა გვქონდა გამოცხადებული, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია მთელი რიგი საკითხების დეტალიზაცია იმ8ისთვის, რომ არ მოხდეს ის, რაც 8 მარტის შარშანდელ შეთანხმების მსგავსად მოხდეს, როცა "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერა და 2 თვე უარყოფდა შემდეგ ამას. ამიტომ დოკუმენტი საჭიროებს მთელ რიგ
დეტალიზაციას დოკუმენტისვე ფარგლებში. მისასალმებელია ასევე ის, რომ არჩილ თალაკვაძემ მისდა უნებურად გახსნა თემა რიგგარეშე არჩევნების, თუმცა, წინადადება, რაც მან თქვა 40%-იან ჩამკეტზე, მიუღებელია. აქამდე ჩვენ "ქართული ოცნებისგან" გვესმოდა ქირქილი და დაცინვა, რომ პროცენტებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს და ისეც მოიგებენ და ასეც მოიგებენ. ახლა ვნახეთ როგორ უყურებენ თავიანთ შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი ჩვენთვის მისაღები არ არის, მაგრამ მისასალმებელია ის, რომ დაიძრა რიგგარეშე არჩევნებამდე როგორ მივდივართ ეს საკითხი. დეტალიზაციას მოითხოვს ცესკოს თავმჯდომარის საკითხიც. იქ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც იცვლება, მაგრამ "ქართულ ოცნებას" მკაფიოდ არ უთქვამს, ვრცელდება თუ არა ახალი კანონი, რომელსაც მიიღებენ, ქალბატონ თამარ ჟვანიაზე. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია დარჩეს თამარ ჟვანია და მივიღოთ მონაწილეობა იმ არცევნებში, რომელსაც ჟვანია ჩაატარებს", - განაცხადა უგულავამ

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, როგორც უგულავა აცხადებს, ნიკა მელია პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს და დოკუმენტს ხელი თავად მოაწეროს.

"მიმაჩნია, რომ მკაფიოდ უნდა გამოიყოს ნიკა მელიას გათავისუფლება, როგორც წინაპირობა იმიტომ, რომ ამ პოლიტიკური პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია და მან უნდა მოაწეროს ხელი. ამიტომ არსებული დოკუმენტის ფარგლებში რომ არ იყოს გაურკვევლობები და საზოგადოება მომდევნო სამი თვის განმავლობაში არ დაღალოთ ეს ვიგულისხმე და შენ ის არ გიგულისხმია, ამიტომ არის დეტალიზაცია საჭირო. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში მივიღებთ რაციონალურ დოკუმენტს, სადაც მხარეების მთავარი მოთხოვნები ასახული იქნება ისე, რომ განსაკუთრებით "ქართულ ოცნებას" სახის შენარჩუნების შესაძლებლობა ექნება.

რაც შეეხება ამნისტიას, იმ ფორმით ამნისტია, რომ ის რეალურად თუ შეეხება პოლიციელებს, დამრბევებს, თვალების დამთხრელებს, მათი დავალების მიმცემებს და ამის გაპრავება უნდა "ქართულ ოცნებას", ეს ასე ვერ მოხდება. აქაც ბუნდოვანებაა. თუ ვრცელდება ამნისტია მარტო იმ მუხლზე, რომელი მუხლიც აქვს აქტივისტებს და ნიკა მელიას წაყენებული, ეს შეიძლება იყოს როგორც გამოსავალი. პოლიტპატიმრების საკითხზე ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ორი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს და ფორმები უნდა მოძებნოს "ქართულმა ოცნებამ". სხვადასხვა შეხვედრაზე "ქარტული ოცნება" ამის სხვადასხვა მოდელს ასახელებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში თანხმობა ნათქვამი არ არის. უნდა იყოს მკაფიოობა ვინ როდის გამოდის და რაზე ვჯერდებით, რომ მერე არ იყოს გაურკვევლობა. ბოლო შეხვედრაზე დეტალიზაცია იმიტომ არ მოხდა, რომ "ქართულმა" ოცნებამ" ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა და თქვა, რომ ჩვენ ამას ხელს არ მოვაწერთ", - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამერთლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე "ქართული ოცნება" მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

"ინტერპრესნიუსი"


ალექს
18 აპრილი 2021 07:17
ეს ციტატა ჭაბუა ამირეჯიბის 80 წლის საიუბილეო გამოცემიდანაა, პატარა წიგნაკია, იმავე დროს გამოვიდა დიდი შვიდტომეული და მე-7 ტომშიცაა , პატარა ტირაჟი იყო , სულ 1000 წიგნი, 106-ე გვერდზე უწერია : „ერის პოლიტიკური გამთლიანება სხვა გზებით ხდება.ამ გზას საქმე (ჩემი კომენტარით-ბიზნესი),ანუ სახელმწიფოში ეკონომიკის სისხლსავსე ამოქმედება ეწოდება,რის მეშვეობითაც ადამიანები საერთო ინტერესების სფეროში მოექცევიან,ყველა ეს ინვესტიციები ,ტენდერები,დანგრეულ საწარმოთა აღდგენა-ამოქმედება,ადამიანთა დასაქმება,შინა ბაზრის საკუთარი წარმოების საქონლით უზრუნველყოფა-ის ფაქტორებია,რითაც უნდა გამთლიანდეს,გაერთმიზნიანდეს საზოგადოება,ანუ შეიქმნას ერი ! საერთო საქმე,ინტერესი და მისგან გამომდინარე მატერიალური უზრუნველყოფაა უთანხმოებათა მივიწყების წყარო და სათავე.- ჭაბუა მართალია -მატერიალურ დაინტერესებას დიდი გამაერთიანებელი ძალა აქვს, მაგალითად ნაციონალური მოძრაობაც კმარა-მათ არ გააჩნიათ რაიმე პოლიტიკური ერთიანი ინტერესი გარდა ძალაუფლების მიტაცებისა ფინანსური დაინტერესების საბოლოო მიზნის მისაღწევად, დარწმუნებული ვარ , რომ მათი კლანის უმაღლესი ეშელონის მიერ განხორციელებული ყოველი ქმედების უკან კონკრეტული ფინანსური მიზანი და შედეგი დგას, კანონშემოქმედება ,საკანონმდებლო ინიციატივა და გაპიარება-ბიუჯეტის შევსება-ეს მათი ჯიბეა, ომი და მისთვის მზადება, შეიარაღება და მისი გაქრობა მოჯაჰედების და ტერორისტების მიმართულებით , უვარგისი შეიარაღების მამასისხლად ყიდვა, არ მომხდარი სტიქიური უბედურების გაბუქება, ყალბი მხარდაჭერა რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობისა, სტრატეგიულ ინფრასტრუქტურული უხარისხო და დაჩქარებული მშენებლობა , საჭირო და არასაჭირო სამთავრობო ან საზოგადოებრივი სუპერ შენობა ნაგებობათა სპონტანური დაფინანსება, დემოკრატიული რეფორმები-ამ დროს დიქტატურა ყვავის -ეს სულ გრანტები, დახმარებები და კრედიტებია , ეჭვგარეშეა ყველა მოვლენას ამ 9 წლის განმავლობაში მოყვა კონკრეტული ფინანსური შედეგი მათთვის, ამ პროცესში მათი ინსტრუმენტი შსს და სასამართლო, პარლამენტი იყო.ამ კლანს პოლიტიკური მიზანი ნატოში და ევროკავშირში შესვლის და ანტირუსეთობის მხოლოდ შირმად ქონდა , სინამდვილეში ანხორციელებდნენ კრიმინალურ ფინანსურ მრავალსვლიან რთულ კომბინაციას და გადაამლაშეს, თორემ დიდ ხანს ვერ მიუხვდებოდნენ, პუტინმა გაშიფრა, ამერიკელებმა ვერა.პუტინი იმიტომ აჟრიალებთ , რომ მის პირობებში ძარცვის ამ მასშტაბებს ვერ მიაღწევდნენ, დიდ წილს დაათმობინებდა , ამერიკელებთან ეს სულ 1000 ხინკლად გამოუვიდათ .ახლა ჩვენ რა გვეშველება: ცხადზე უცხადესია რომ გაბატონებული კლანი ყოველთვის იდგა /დგას ძალმომრეობის რამოდენიმე ინსტრუმენტზე , მათში ყველაზე ურცხვი და მოურიდებელი შსს-ა ,თან ახლაც! ნებისმიერ დროს ნებისმიერი პირისთვის ყველაზე წარმოუდგენელი დანაშაულის ინსპირირება, მერე ფულის და ქონების დაცინცვლა , წილში ჩადგომა, ან სულ წართმევა და ბოლოს სიცოცხლის და ან ვაჟიშვილობის წართმევაც შეუძლიათ-ციხეში . უკვე აღარც ფარავენ ამას-2012 წ ოქტომბრის არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე , გამარჯვებაში დარწმუნებულმა ნაციონალ პატრულებმა მთელს ავტოსტრადაზე წითელი ხიდიდან სარფამდე და ზუგდიდ ფოთამდე შეცვალეს მთელი საგზაო ნიშნები , დააგეს მახეები -გაავლეს ერთიანი უწყვეტი ხაზი, დაკიდეს ათასობით ამკრძალავი ნიშანი და არც ერთი გამაფრთხილებელი-დღესაც მოქმედებებს, 10-15 კმ-საც ვერ გაივლი ამ წესების დაურღვევლად , მახეთა მთელი კომბინაციაა, მაგალითად ივლისში ფოთის გადასახვევიდან სენაკი თბილისის გზის გამოსასვლელში დადარაჯებულმა პატრულმა 100 ლარი გამომიწერა არ გაჩერებულხარო სარკინიგზო გადასასვლელთანო, საქმე იმაშია რომ ეს გადასასვლელი აქ არ არის - მოშორებითაა და ეს ნიშანი აქ არ უნდა იდგეს, მაგრამ მაინც, გაჩერების ეს ნიშანი არ ჩანს, დამალულია, თუ დაინახე 10 მეტრიც არ გრჩება ,გაჩერებას ვერ ასწრებ ან უკნიდან დაგარტყავენ-ვერც ისინი ხედავენ, გუშინ მომივიდა პატრულისგან სხვა 100 ლარი, თურმე ხევის ტეკი რომაა იქ 15 კმ -ზე მაღალი სიჩქარით გამივლია, არც ეს ნიშანი ჩანს, რომც ჩანდეს , საერთაშორისო ტრასაზე ასეთი ნიშანი არ უნდა ეკიდოს, ასეთ აკრძალვას არავინ ელოდება, იქ ყოველთვის ანელებ , მაგრამ 30-40 კმ-მდე, ანუ ყველა ვარიანტში არღვევ.ამ 100 ლარის უნებურად არგადახდას (მეზობლის კარქვეშ შეაცურებენ, ის კი ესპანეთშია ემიგრირებული, ჩაბარებულად ითვლება !) შეიძლება 500 და მერე ციხე მოყვეს-სრულიად იოლად. პარლამენტი-დაქირავებულ დანიშნულ დასაქმებულ უწიგნურ დეპუტატთა მასა ღებულობს იმ კანონს , რომელიც ფორმალურ სამართლებრივ უზრუნველყოფას უკეთებს შსს, საბაჟო საგადასახადო , ფინპოლიციას და მსგავს სამართალდამცველთა "კანონიერ" უკანონო ქმედებებს-დანაშაულის, მათ შორის ეკონომიკურისაც, ინსპირირებისათვის. იუსტიცია და საჯარო/სამოქალაქო რეესტრი -ამათ შექმნეს ის 870 ათასი პენსიონერი, ასევე 1,3 მილიონი სახელმწიფო დახმარების "მიმღები" ხმები ყალბი პასპორტებით, არჩევნებში ხმას იძლევიან, პენსიას იღებენ, დახმარებებს, აქვთ ანგარიშები, ალბათ წილებიც შპს-ში -პერსონა კი არ არსებობს, არსებობს პირადობის მოწმობა მხოლოდ. და ასე შემდეგ.რა ეშველება-რევოლუცია? არა -უარესია, მესია ? არა -არ არსებობს!!! 200 წელი ვაკეთეთ ეს რევოლუცია და ჯანყი და ერთ და ორ წელიწადში არ გასწორდება.მაგრამ მაინც უნდა დავიწყოთ. პირველ რიგში ივანიშვილი სამრეწველო სავაჭრო პალატის და ბიზნეს ფედერაციის თავმჯდომარედ უნდა გადავიდეს -არაა ეგ პოლიტიკოსი , არც მესიაა. მერე ახალმა პარლამენტმა სულ უნდა გააუქმოს ნაციონალთა ყველა კანონი და 2013 წლიდან დავიწყოთ შემდეგი პრინციპების საკანონმდებლო გატარება: მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზეა. წვრიმანი ნარკო მოხმარება და ხულიგნობა, წვრილმანი ქურდობა ,იარაღის შეძენა ტარება, გადასახადის დამალვა ,შემცირება , კონტრაბანდა წვრილმანი - სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიიდან ადმინისტრაციულში, ანუ დასაჯარიმებელ კატეგორიაში გადაყვანა ,თანაც ერთი ორი გაფრთხილების შემდეგ. ხანდაზმულობა ეკონომიკური დანაშაულის 2 წელი. ონლაინ საგადასახადო კონტროლი, ჯარიმის სისტემის საერთოდ უარყოფა, საურავის ოდენობის მიყვანა საბანკო კომერციული კრედიტის ნიშნულამდე , ბუღალტრის გამოყვანა ნახევრად სახელმწიფო დაქვემდებარებაში-ის აკონტროლებს დირექტორს, მას კი საგადასახადო ონლაინ-მუდმივად ყველა ოპერაციაზე, საგადასახადო და საბაჟო არ უნდა იყოს სამართალდამცავი, არამედ აუდიტორულ საკონსულტაციო ორგანო. თუ კანონის ნორმა ორგვარად ან მეტად იკითხება-ის იკითხება გადამხდელის სასარგებლოდ. საგადასახადო მოხელე და ორგანო ისევე აგებენ პასუხს ინსპირირებისათვის ან მისი მცდელობისათვის, როგორც პოტენციური მართლა ჩამდენი გადასახადის გადამხდელი-ანუ ციხით მოხელე , ფინასურად სახელმწიფო. თუ კანონის ახალი ნორმა პირდაპირ ან ირიბად აუარესებს გადამხდელის მდგომარეობას -ის ძალაში მომავალი წლის ბოლოდან შედის, თუ აუმჯობესებს , დაუყოვნებლივ და ამ გაუმჯობესბამდე კანონის უვარგისობის გამო გატარებულ სანქციებზე უკუქმედების ძალა აქვს. ჰოოოო , აი ეს კომენტარი პატივცემულო კოლეგა ამომრჩევლებო 212 წლის ოქტომბრიდან 2013 წლი 1 იანვტამდე დამიწერია და ახლა ვიპოვნე !!!!!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები