"გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა დაკავშირებულია არაფორმალურ სასჯელთან, რომელიც ამ ადამიანს ბერა ივანიშვილმა გამოუწერა" - კვირის პალიტრა

"გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა დაკავშირებულია არაფორმალურ სასჯელთან, რომელიც ამ ადამიანს ბერა ივანიშვილმა გამოუწერა"

ვფიქრობთ, მივიღოთ ერთობლივი განცხადება გოგი წულაიას პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსგავს საქმეებშიპატიმრობა გამოყენებული არ არის, რის გამოც, ოპოზიციური სპექტრი მიიჩნევს, რომ "გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა დაკავშირებულია არაფორმალურ სასჯელთან, რომელიც ამ ადამიანს ბერა ივანიშვილმა გამოუწერა".

"ვფიქრობთ, მივიღოთ ერთობლივი განცხადება გოგი წულაიას პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობასთან დაკავშირებით. როდესაც საუბარი იყო "ქართული ოცნების" დეპუტატზე საკრებულოდან, იქ და მსგავს შემთხვევებში წინასწარი პატიმრობა არ არის გამოყენებული, ხოლო ამ შემთხვევაში გამოყენებულია. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვქვეშ არ ვაყენებთ მსხვერპლის მონათხრობს, წინასწარი პატიმრობა მიგვაჩნია პოლიტიკურად მოტივირებულად. ფაქტია, რომ წულაიას წინასწარი პატიმრობა დაკავშირებულია არაფორმალურ სასჯელთან, რომელიც ამ ადამიანს ბერა ივანიშვილმა გამოუწერა.

ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია 15 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც იმსჯელებს.

ცნობისთვის, "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს.