"ნიკა მელიას გათავისუფლებამდე, "ქართულ ოცნებასთან" ჩვენ არანაირ შეთანხმებაზე არ წავალთ!"
"ნიკა მელიას გათავისუფლებამდე, "ქართულ ოცნებასთან" ჩვენ არანაირ შეთანხმებაზე არ წავალთ!"
ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელია და სხვა პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მათ შორის, გიორგი რურუა და რიგგარეშე არჩევნები იქნება ასახული,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ "ლეიბორისტულ პარტიაში" გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნაყოფია ასევე გამოეხმაურა, პრეზიდენტის შესაძლო ჩართულობას მედიაციის პროცესში და განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი პოლიტპატიმრებს შეიწყალებს, თუმცა ეს საკითხიც კი არა პირა
დად პრეზიდენტის, არამედ ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" გადასაწყვეტია, რადგან პრეზიდენტს დამოუკიდებელი აზრი არ აქვს.

"აქ ოპოზიცია სრულიად ერთიანია. როგორც არასდროს ივანიშვილმა შექმნა ისეთი პირობა საქართველოში, რომ სრულიად ოპოზიცია გაერთიანებულია ამ საკითხებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება საქართველოში.

"ქართულმა ოცნებამ" პირველი ნაბიჯი გადადგა ზეწოლის
შედეგად და მას მოუწევს იმ ორ დარჩენილ პუნქტზეც მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც ეხება რიგგარეშე არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის პოზიცია არის ძალიან მკაფიო - ნიკა მელიას გათავისუფლებამდე, "ქართულ ოცნებასთან" ჩვენ არანაირ შეთანხმებაზე არ წავალთ.

რაც შეეხება პრეზიდენტს, ვერ ვილაპარაკებ მის როლზე, იმიტომ, რომ მისი როლი პირველი დღიდან გაურკვეველია დღემდე. პოლიტმატიმრების ნაწილზე მას შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს და დაველოდოთ. თუ მიიღებს, კარგი იქნება, მაგრამ ესეც არ მგონია მასზე იყოს დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებაზე" - პრეზიდენტს დამოუკიდებელი აზრი არ გააჩნია,"- განაცხადა კობა ნაყოფიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ებლაყუნებიან
17 აპრილი 2021 21:57
ამათ ხალხი არ აინტეტრესებტ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები