"ვისურვებდი, რომ დღევანდელი დღისთვის დაგვერქმია "შეთანხმების დღე"
"ვისურვებდი, რომ დღევანდელი დღისთვის დაგვერქმია "შეთანხმების დღე"
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ეს არის ალბათ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღევანდელი დღის მოლაპარაკებების და ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა - ამაზე უნდა შევთანხმდეთ, ყველა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, დღეს მოლაპარაკებების მაგიდაზე ახალი დოკუმენტი დაიდება.

"დღეს გადამწყვეტი დღეა და მოდით, დღევანდელ დღეს ვისურვებდი, რომ დაგვერქმია "შეთანხმების დღე", რომ შეთანხმება ნამდვილად
მოხდეს, ისევე როგორც ამას გვთხოვს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხი. ვფიქრობ, რომ ამ თვეებმა აჩვენა, რომ ყველას უნდა გვეყოს მაღალი პოლიტიკური კულტურა იმისათვის, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ. პირველ რიგში ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გაიაზროს "ქართულმა ოცნებამ" და წინა რაუნდისგან განსხვავებით იმედი
მაქვს, რომ არ იქნება დესტრუქციული პოზიცია მათი მხრიდან. პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვიცით საბოლოო დოკუმენტში დეტალურად რა იქნება, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ობიექტური დოკუმენტი, რომელიც ობიექტურად ასახავს მთელი ამ თვეების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს. კიდევ ერთხელ გავუსმევ ხაზს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ეს არის ალბათ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღევანდელი დღის მოლაპარაკებების და ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზა, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, ყველა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული და ხუმრობით ვიტყვი, რომ მე რომ ავალ ახლა გასაღებს ავიღებ, ყველა, რომ შემოვა გადავკეტავ გასაღებით კარს, გადმოგიგდებთ გასაღებს და სანამ არ შევთანხმდებით, მანამდე არ დაგვიბრუნოთ გასაღები უკან.

მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს იქნება ახალი დოკუმენტი, ამ ახალ დოკუმენტში იქნება როგორც ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზა, ასევე ორივე პოლიტიკურ პატიმართან დაკავშირებით გადაწყვეტის გზა ნაჩვენები. შესაბამისად თუ ეს საკითხები იქნება დაკმაყოფილებული ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შეთანხმება უნდა შედგეს. მე ვიმედოვნებ, რომ საერთო გზით შეგვეძლება შეთანხმების მიღება. მთავარია, რომ 5-ვე საკითხზე შეთანხმება შედგეს, ეს პოზიცია აქვს მედიატორებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით იმიტომ, რომ შარლ მიშელის საწყისი დოკუმენტი ძალიან ცალსახად ისახავდა 5-ვე პუნქტის გადაწყვეტას და არა 5-დან 3 ან 2 ან 1 პუნქტის გადაწყვეტას. მინდა, რომ დღევანდელი დღე იყოს თანხმობის დღე და ყველანი შევთანხმდეთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა