"მთავარი არ არის ტკივილგამაყუჩებელი გამოვიყენოთ, რომ ტკივილი დავიწყნაროთ, მთავარია..." - კვირის პალიტრა

"მთავარი არ არის ტკივილგამაყუჩებელი გამოვიყენოთ, რომ ტკივილი დავიწყნაროთ, მთავარია..."

მთავარი არ არის ტკივილგამაყუჩებელი გამოვიყენოთ და ტკივილი დავიწყნაროთ, მთავარია, განვკურნოთ პრობლემა, რაც ქვეყანაშია - ამ განკურნებას სჭირდება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნები, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყების წინ, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა გააკეთა.

"ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები და ამას ვუყურებ გზად, რათა ქვეყანა რთული ვითარებიდან გამოვიდეს", - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებები განახლდა.

დიალოგის პროცესში ჩართული არიან აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები.

"ინტერპრესნიუსი"