"უსასრულოდ ენის მოჩლექვით ლაპარაკს არავინ დაგვიწყებს, ამას ვინც ხელს არ მოაწერს, იმას არც ქვეყანა ადარდებს და არც ეს ხალხი, რომელიც სიღარიბეში და სიღატაკეში იხრჩობა" - კვირის პალიტრა

"უსასრულოდ ენის მოჩლექვით ლაპარაკს არავინ დაგვიწყებს, ამას ვინც ხელს არ მოაწერს, იმას არც ქვეყანა ადარდებს და არც ეს ხალხი, რომელიც სიღარიბეში და სიღატაკეში იხრჩობა"

"უსასრულოდ ენის მოჩლექვით ლაპარაკს და დიალოგს არავინ არ დაგვიწყებს, ეს იყო ბრიუსელის და ვაშინგტონის ერთობლივი განცხადება, დაიდო საბოლოო დოკუმენტი და ამას ვინც ხელს არ მოაწერს იმას არც ქვეყანა ადარდებს და არც ეს ხალხი ადარდებს, რომელიც სიღარიბეში და სიღატაკეში იხრჩობა", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, პარტია "მოქალაქეები" ამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

მისივე განმარტებით, დოკუმენტში ჩაწერილია, როგორც ვადამდელი არჩევნების საკითხი ასევე, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები.

"შეხვედრაზე გვითხრეს ძალიან მკაფიოდ, რომ ეს არის საბოლოო დოკუმენტი პრეზიდენტ მიშელის მიერ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებული, რომელშიც ძალიან მცირე სარედაქციო ცვლილებები შეიძლება შევიდეს, მაგრამ შინაარსობრივად არსებითად ტექსტი არ შეიცვლება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუკი "ქართული ოცნება" ოქტომბერში პროპორციულ წესში 43%-ზე მეტს ვერ აიღებს, აქ ძალიან კონკრეტული მექანიზმებია რურუას და მელიას გათავისუფლების, აქ არის ძალიან სერიოზული ჩანაწერები მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია და 5 კომიტეტთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დაიკავონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

მე ვიცი ერთი რამ, რომ უსასრულოდ ენის მოჩლექვით ლაპარაკს და დიალოგს არავინ არ დაგვიწყებს, ეს იყო ბრიუსელის და ვაშინგტონის ერთობლივი განცხადება, დაიდო საბოლოო დოკუმენტი და ამას ვინც ხელს არ მოაწერს იმას არც ქვეყანა ადარდებს და არც ეს ხალხი ადარდებს, რომელიც სიღარიბეში და სიღატაკეში იხრჩობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტს ხელს ვაწერთ, ჩვენ ისედაც პარლამენტში ვართ შესულები, ძალიან უცნაური იყო, რომ აქ "ქართული ოცნება" არ იყო წარმოდგენილი და ეს თავისთავად ძალიან ცუდი იყო და აი, საინტერესოა ხალხმა ნახოს, ვისაც ეს ქვეყანა და ხალხი ადარდებს ის ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს", - განაცხადა ელისაშვილმა.