"გაჯიქება რომ არა..." - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას
"გაჯიქება რომ არა..." - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას
ექსპერტი გია ხუხაშვილი დღის (და ბოლო პერიოდის) მთავარ პოლიტიკურ მოვლენას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"კარგია, რომ ჩიხიდან გამოსვლის კონტურები გამოიკვეთა.
ცუდია, რომ გაჯიქება რომ არა, ამ შედეგის მიღწევა 3-4 თვის წინაც შეიძლებოდა და ეს ქვეყნისთვის დაკარგული დროა.

მე მაინც ვურჩევდი ოპოზიციას, რომ ხელი მოაწეროს მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და პატიმრების გათავისუფლებას.

უნდა თქვან, რომ ისინი კვლავაც არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ითვალისწინებენ სახელმწიფო ინტერესებს და იღებენ დე-ფაქტო მოცემულობას.

შესაბამისად:
უარს აცხადებენ საპარლამენტო და
სხვა თანამდებობებზე.
აგრეთვე უარს ამბობენ მართლმსაჯულების და სხვა სისტემების რეფორმებზე, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში სისტემური რეფორმების ჩატარება შეუძლებლად მიაჩნიათ.

ამით ხაზი გაესმება იმას, რომ ისინი ამ ნაბიჯს დგამენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ კრიზისი გადალახულია. უბრალოდ იცვლება კრიზისის ფორმატი", - წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მედიატორობით გამართული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, პრეზიდენტ მიშელის საგარეო პოლიტიკის მთავარი მრჩეველი საიმონ მორდიუ, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ. შარლ მიშელი "ქართულ ოცნებას" და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს. მედიატორების დოკუმენტით, პოლიტპატიმრებად შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ. ასევე, შარლ მიშელის წინადადებით, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები