რა ინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა პოლიტიკურ პარტიებთან გამართულ შეხვედრაზე
რა ინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა პოლიტიკურ პარტიებთან გამართულ შეხვედრაზე
ევროკავშირის მედიატორობით გამართული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, პრეზიდენტ მიშელის საგარეო პოლიტიკის მთავარი მრჩეველი საიმონ მორდიუ, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი "ქართულ ოცნებას" და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, ახალი წინადადებები პარტიებს უკვე გადასცეს. მისი ინფორმაციით, პარტიებმა წინადადებების გასაცნობად დამატებითი დრო ითხოვეს.

მედიატორების დოკუმენტით, პოლიტპატიმრებად
შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ. ასევე, შარლ მიშელის წინადადებით, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები