"მორალურად გავძლიერდი და მორალური სიძლიერე, სულიერადაც მაძლიერებს. ვფიქრობ, ბევრად ენერგიული ვიქნები, როცა ციხიდან გამოვალ" - წერს პატიმრობაში მყოფი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - ნიკა მელია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე და აქვეყნებს სატელეფონო ინტერვიუს ჩანაწერს, რომელიც მან ტელეკომპანია "ფორმულას" მისცა.იხილეთ ლინკიშეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.