"აღმშენებლობის გზაზე გვეღობება კონკრეტული ადამიანების ერთობლიობა, რომელიც საკუთარ თავს პარტიას -„ქართულ ოცნებას“ უწოდებს"
"აღმშენებლობის გზაზე გვეღობება კონკრეტული ადამიანების ერთობლიობა, რომელიც საკუთარ თავს პარტიას -„ქართულ ოცნებას“ უწოდებს"
ჩვენ აღმშენებლობის გზაზე გვეღობება კონკრეტული ადამიანების ერთობლიობა, რომელიც საკუთარ თავს პარტიას უწოდებს - "ქართულ ოცნებას". ეს ორგანიზმი პარტიისაგან ძალიან განსხვავდება, მათი სამიზნე არის ქვეყნის ძარცვა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რიყეზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მხარდამჭერების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილება რთული ამოცანაა, თუმცა ამ ამოცანაში ყველა პროცესს თავისი შედეგი აქვს.

"უსამართლოა, როდესაც საპენსიო ასაკის ადამიანს პენსია თვიდან-თვემდე ზეთის და პურის
საყიდლად აღარ ჰყოფნის. უსამართლოა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი პერსპექტივას საკუთარ ქვეყანაში ვერ ხედავს და ყველას თვალები უცხოეთისკენ აქვს. უსამართლოა, როდესაც ოჯახებია დაშლილ იმიტომ, რომ დედ-მამა სხვაგან ცხოვრობენ. უსამართლოა, როდესაც ადამიანი მიდის სასამართლოში, ითხოვს მართლმსაჯულებას და შეიძლება ვიღაცის ერთმა ზარმა მისი ცხოვრების ბედი გადაწყვიტოს. უსამართლოა, როდესაც ადამიანი
მიდის არჩევნებზე, ფიქრობს, რომ საკუთარ მომავალს ხმას აძლევს, უნდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს და მის არჩევანს ვიღაც იპარავს. ოპოზიციის მიზანია ამ ტოტალური უსამართლობის დამარცხება საქართველოში.

მე მჯერა, რომ შეგვიძლია ავაშენოთ ძლიერი, ერთიანი საქართველო, რომელიც იქნება ძლიერი ოჯახების და ადამიანების ქვეყანა. ჩვენ ამ აღმშენებლობის გზაზე გვეღობება კონკრეტული ადამიანების ერთობლიობა, რომელიც საკუთარ თავს პარტიას უწოდებს - "ქართულ ოცნებას", ეს ორგანიზმი პარტიისაგან ძალიან განსხვავდება, მათი სამიზნე არის ქვეყნის ძარცვა და მეტი არაფერი. მათ არანაირი ამბიცია და სურვილი არ აქვთ რამე გააკეთონ.

გულწრფელად მჯერა, რომ ერთადერთი გზა არის ქვეყანაში მოვიდნენ ნამდვილი პატრიოტი ადამიანები, რომელთაც უყვართ საკუთარი სამშობლო და ის ხალხი, რომელიც ხედავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყნით გვქონდეს ამბიცია ვიყოთ ძლიერი ქვეყნის მოქალაქეები. ამ უსამართლობების დასამარცხებლად უნდა შევიკრიბოთ 15 მაისს აუცილებლად ყველა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მინდა პოლიტპატიმრებს ვუთხრა, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი და ჩვენ მივალთ შედეგამდე. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ცვლილება რთული ამოცანაა, ამ ამოცანაში ყველა პროცესს აქვს თავისი შედეგი. მჯერა, რომ ჩვენ, ოპოზიცია სწორი გზით მივდივართ, სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ყოველთვის და ამ უსამართლობას, რაც ამ ქვეყანაშია ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბარებთ წარსულს. საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი ქვეყანა, მე მჯერა თქვენი და მადლობა თითოეულ თქვენგანს", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები