"საქართველოს პრეზიდენტს, რაც დრო გავა, მით უფრო და უფრო მოუწევს "ქართული ოცნების" კრიტიკა"
"საქართველოს პრეზიდენტს, რაც დრო გავა, მით უფრო და უფრო მოუწევს "ქართული ოცნების" კრიტიკა"
პრეზიდენტის პოზიცია ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივია, რაც დრო გავა "ქართული ოცნების" კრიტიკა მას უფრო და უფრო მოუწევს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც მმართველი პარტიისადმი სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის სახელი მასთან შეთანხმების გარეშე გამოიყენა, როცა შეწყალების კონკრეტულ ფაქტს დაუკავშირა".

ბოძაშვილი ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის კრიტიკის ტენდენცია პრეზიდენტის შემდგომ გ
ამოსვლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.

"პრეზიდენტის პოზიცია ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ მასთან ევროკავშირის ელჩებს არაერთი აუდიენცია ჰქონდათ. პრეზიდენტის წინაშე დადგა საკითხი, რა უფრო მნიშვნელოვანია: საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება, თუ მისი პირადი შეხედულებები? მას სწორი პოზიცია აქვს. არის საკითხები, რაზეც პრეზიდენტმა უკან დაიხია და მე მისი მესმის...

რაც
შეეხება მმართველი გუნდისადმი განცხადებას, ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რაც დრო გავა, მით უფრო და უფრო მოუწევს "ქართული ოცნების" კრიტიკა. ეს ტენდენცია შემდგომ გამოსვლებში უფრო გაძლიერდება. ეს ტენდენცია შემდგომ გამოსვლებში უფრო გაძლიერდება. ბევრი საკითხი, რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების მოსაგვარებელი, საბოლოო ჯამში პრეზიდენტის გადასაწყვეტი არაერთხელ აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ მომავალშიც არ განახორციელებს თავჩახრილი შეგუებას საკითხების მიმართ, სადაც ჩათვლის, რომ უშუალოდ პრეზიდენტის ინსტიტუტების გამოყენება ხდება, არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც "ქართულ ოცნებას" არ გაუჩუმდება", - განაცხადა ბოძაშვილმა.

გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ უშუალოდ მედიატორ შარლ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, რომ არა ევროკავშირისა და აშშ-ის ძალისხმევა, დოკუმენტს ხელს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოაწერდა.

"ესაა ევროკავშირისა და აშშ-ის ძალისხმევის შედეგი, რომ არა ეს ძალისხმევა, დარწმუნებული იყავით, რომ ამ დოკუმენტს ხელს არავინ მოაწერდა. ფაქტია, რომ ევროკავშირიც, საქართველოს მოსახლეობაც, ჩვენ ამ პოლიტიკური პინ-პონგით დავიღალეთ! ყველა ის პარტია, რომელიც ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ევროპულ მხარდაჭერას დაკარგავს. შეუძლებელია, ევროკავშირმა ამ შეთანხმებაზე მკაცრი მონიტორინგი არ მოახდინოს", - განაცხადა ბოძაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები