"ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე ნიკა მელია ციხეში იმყოფება" - კვირის პალიტრა

"ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე ნიკა მელია ციხეში იმყოფება"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით იმსჯელეს, კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, შეთანხმებაზე ვერ ისაუბრებენ, მაშინ, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეშია.

"ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დღეს პოლიტსაბჭო შეიკრიბა, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ამ შეთანხმების ხელმოწერა ან, არ მოწერა. როგორც იცით, მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ოპოზიციასა და მედიატორების თანხლებით, შესაბამისად, კიდევ დავაყენებთ ჩვენს მთავარ წინადადებას. ეს წინადადება არის ის, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც მოლაპარაკებები და შეხვედრები დასრულდება და საბოლოო პოზიცია გვეცოდინება",- აცხადებს უდუმაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"