"მე ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული დღეს არის საქართველოში...პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია" - კვირის პალიტრა

"მე ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული დღეს არის საქართველოში...პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია"

დღეს ღამით მე ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული დღეს არის საქართველოში. ჩემი საქართველოში ჩამოსვლიდან 6 კვირის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია, - ასე მიმართ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში შეკრებილ პოლიტიკური პარტიების წევრებსა და ლიდერებს.

მან ყველა მხარეს, ვინც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, მადლობა გადაუხადა არსებული განსხვავებების გვერდზე გადადებისა და ქვეყნის ინტერესების წინ დაყენებისთვის.

"6 კვირის წინ მე შევხვდი ყველა თქვენგანს საქართველოში, თბილისში და თქვენ გახსოვთ, მე გითხარით, რომ ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკური დიალოგი, რათა გამოვიდეთ პოლიტიკური ჩიხიდან. ჩვენ შევხვდით პრეზიდენტის სასახლეში, სადაც თქვენ დღეს ხვდებით ერთმანეთს. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის სიმბოლო საქართველოს ერთიანობის. მე დავდე მაგიდაზე 5 არსებითი საკითხი, რომელთა ირგვლივ საჭირო იყო შეთანხმება, იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც არის ქვეყანაში და მე დაგპირდით, რომ ჩართული დავრჩებოდი ამ პროცესში და დავნიშნე ჩემი პირადი წარმომადგენელი ბატონი დანიელსონი, ვინც საქართველოში იმყოფებოდა ორჯერ და ჩაატარა ბევრი შეხვედრა ყველა თქვენგანთან. მე ვთხოვე ჩემს დიპლომატიურ ჯგუფს, რომ პროცესისთვის მხარდაჭერა ძალიან აქტიურად გაეწიათ და 6 კვირის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია! მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანს თქვენი პასუხისმგებლობისთვის და გამბედაობისთვის, რომ გადაგედოთ თქვენი განსხვავებები გვერდით საქართველოს ინტერესებისთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ გუნდს, რომელიც დაუღალავად მუშაობდა თქვენთან ერთად, ბატონ დანიელსონსაც, მათ შორის, ბატონ კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს, ჩვენ ვაფასებთ თქვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას,“- განაცხადა შარლ მიშელმა.

"ინტერპრესნიუსი"