"შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას"- საქართველოს პრეზიდენტმა შარლ მიშელს მიმართა
19-04-2021
"შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას"- საქართველოს პრეზიდენტმა შარლ მიშელს მიმართა
ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დავიწყებთ ამაზე მუშაობას და მინდა ეს ხვალვე, თქვენი ვიზიტით დაიწყოს, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმებისა და დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ევროკავშირისთვის საქართველოს სტაბილურობა და დემოკრატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"მინდა ორი სიტყვით მივმართო ბატონ მიშელს და ყველასთან
ერთად გადავუხადო დიდი მადლობა მისი ძალისხმევისთვის. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თქვენი ჩართულობა ეს არის ევროკავშირის ჩართულობა და ეს ნიშნავს ორ რამეს - ერთი, საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და მეორე, რომ საქართველო დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, მისი სტაბილურობა და მისი დემოკრატიულობა. ძალიან დიდი ნაბიჯი
გადაიდგა შიგნით, საქართველოში პოლიტიკურად დეპოლარიზაციისკენ და ეს ჩემთვის პირადად და მთელი საზოგადებისთვის ძალიან დიდი რამ არის. მაგრამ მეორე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ერთად. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას. ამაზე მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დავიწყებთ მუშაობას და მინდა ეს ხვალვე, თქვენი ვიზიტით დაიწყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - "საქართველოს წინსვლის გზა" ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, "ლელოს" ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე - "საქართველოს წინსვლის გზა" თანხმობა დააფიქსირა "ქართულმა ოცნებამაც"

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორია თქვენი მოლოდინი  – როგორ შეიცვლება  თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მომავალი ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორია თქვენი მოლოდინი – როგორ შეიცვლება თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მომავალი ერთი წლის განმავლობაში?