"ნიკა მელია პენიტენციურ დაწესებულებას ან გირაოს სანაცვლოდ, ან ამნისტიით დატოვებს" - რას აცხადებს გიორგი ვაშაძე?
19-04-2021
"ნიკა მელია პენიტენციურ დაწესებულებას ან გირაოს სანაცვლოდ, ან ამნისტიით დატოვებს" - რას აცხადებს გიორგი ვაშაძე?
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნიკა მელია პენიტენციურ დაწესებულებას ან გირაოს სანაცვლოდ, ან ამნისტიით დატოვებს.

ვაშაძის თქმით, ევროპული მხარე მზად არის, ნიკა მელიას გირაო გადაიხადოს.

"საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, განვითარებული ადამიანების ქვეყანა, ძლიერი ოჯახებით და ძლიერი ადამიანებით. ხვალ, ბატონი შარლ მიშელი პირადად ჩამოდის და იმედი მაქვს, გულწრფელად გეტყვით, რომ ის, ვინც ხელს არ აწერს დოკუმენტს, ისიც ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს და ყველა გავერთი
ანდებით ამ საერთო საქმეში.

ნიკა მელია გამოვა, ან გირაოთი, რომელზეც მზად არის ევროპული მხარე, რომ გადაიხადოს და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, ძალიან სერიოზული ჟესტია, ან მეორე ვარიანტია - ეს შეიძლება იყოს ამნისტია", - განაცხადა ვაშაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორია თქვენი მოლოდინი  – როგორ შეიცვლება  თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მომავალი ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორია თქვენი მოლოდინი – როგორ შეიცვლება თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მომავალი ერთი წლის განმავლობაში?