"დღევანდელი ხელმოწერა იყო ყველას ინტერესებში, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის", რამდენადაც მესმის, ისინი შემოუერთდებიან ამ დოკუმენტს მოგვიანებით" - კვირის პალიტრა

"დღევანდელი ხელმოწერა იყო ყველას ინტერესებში, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის", რამდენადაც მესმის, ისინი შემოუერთდებიან ამ დოკუმენტს მოგვიანებით"

პარლამენტში, ის ადამიანები, ვინც დღეს ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, მივლენ ამნისტიის კანონის მხარდასაჭერად და ამ კანონის თანახმად ჩვენ მივიღებთ, მათ შორის, ნიკა მელიას გათავისუფლებას საპატიმროდან და ამის შემდეგ, როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობაც" შემოუერთდება დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტი ხელმოწერისთვის ჯერჯერობით ღიაა.

"ხვალ იგეგმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ნიკა მელიას და ზოგადად ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ამ შეხვედრაზე ვიყოთ წარმოდგენილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელმოწერა იყო ყველას ინტერესებში, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის". მე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოვუწოდე პარტიას, რომ - ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ მოვაწეროთ ხელი ამ დოკუმენტს და ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილებაც. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" მათი გადაწყვეტილება რამდენადაც მესმის, ისინი შემოუერთდებიან ამ დოკუმენტს მოგვიანებით და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს დოკუმენტი ხელმოწერისთვის არის ჯერჯერობით ღია. პარლამენტში, ის ადამიანები ვინც დღეს ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას მივლენ ამნისტიის კანონის მხარდასაჭერად და ამ კანონის თანახმად ჩვენ მივიღებთ, მათ შორის, ნიკა მელიას გათავისუფლებას საპატიმროდან და ამის შემდეგ, როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობაც" შემოუერთდება დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტში", - განაცხადა სამადაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"