"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია - ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები" - კვირის პალიტრა

"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია - ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები"

"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია - ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი წერს.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, მელიას გათავისუფლების შემდეგ, თავად აპირებენ პარლამენტში შესვლას.

"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია-მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ "მოღალატეს" დავუძახებთ". ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები", - წერს სალომე სამადაშვილი "ფეისბუქზე".

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, მანამდე სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დაწერა, რომ სალომე სამადაშვილი არ წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობას" და მისი ნაბიჯი არ გამოხატავს იმ პოზიციას, რაც პარტიის პოლიტიკურ საბჭოს აქვს.

"ინტერპრესნიუსი"