"ჩვენი ოფისის კარი ღიაა პარლამენტის არჩეული დეპუტატებისთვის და მათ შეუძლიათ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერონ" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ოფისის კარი ღიაა პარლამენტის არჩეული დეპუტატებისთვის და მათ შეუძლიათ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერონ"

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ღიაა პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ევროკავშირის ოფისში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, ოფისის კარი არჩეული დეპუტატებისთვის დილიდან, 09:00 საათიდან გაიღო.

პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებს როგორც ინიდივიდუალურად, ასევე პარტიის სახელით შეუძლიათ ევროკავშირის ოფისში მისვლა და შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიან დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.

შესაბამისი მოწოდება, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა დარჩენილი პარტიების მიმართ იდევ გუშინ გააკეთა.

"საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს: თქვენ მოწვეულნი ხართ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, ხვალ (სამშაბათს) დილის 9:00 საათიდან,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა გუშინ ღამით.

"ინტერპრესნიუსი"