"28 ქვეყანა შენი ციხიდან გამოსაშვებად ფულს რომ აგროვებს, კი არ "ტეხავს", "ასწორებს"..." - რას წერს გია ხუხაშვილი
"28 ქვეყანა შენი ციხიდან გამოსაშვებად ფულს რომ აგროვებს, კი არ "ტეხავს", "ასწორებს"..." - რას წერს გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ჩემის აზრით ოპოზიციის მხრიდან კომიტეტების თავმჯდომარეობაზე დათანხმება სახის დაკარგვის ტოლფასი იქნება.

უნდა თქვან, რომ მათი პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს კრიზისის დასრულებას. კრიზისი დასრულდება სამართლიანი, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემდეგ.

შესაბამისად, ისინი არჩევნებამდე უარს აცხადებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე რაიმე ფორმით პასუხისმგებლობის აღებაზე"- წერს ხუხაშვილი.

რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლებისა და ამასთან დაკავშირებით, თანხების მოძიების საკითხს, ხუხაშვილი წერს:

"28 ქვეყანა შენი ციხიდან გამოსაშვებად ფულს რომ აგროვებს
კი არ ტეხავს, ასწორებს...
ეს იმის ირიბი დასტურია, რომ პოლიტ-პატიმრად გთვლიან".
ბაბულია
21 აპრილი 2021 18:10
ჩემი მოკრძალებული აზრით,ამ იწილო-ბიწილოში,უაზრობაში და აურზაურში, ქვეყნისთვის ძვირფასი დრო დაიკარგა.შედი დალოცვილო პარლამენტში, შენი სახალხო იდეებით და თემებით აიძულე ხელისუფლება ქვეყნისთვის და ხალხისთვის იმუშაოს,ამას ყველა დაინახავს,მეტ სიყვარულს და მხარდაჭერას მოიგებ,ორივე მხარე მოგებული დარჩება ქვეყანაც და ოპოზიციაც.აბა ამათ ბავშვურ თამაშს /გამოვალ-არ გამოვალ//შევალ- არ შევალ/ მსოფლიო უყურებს და უბრალოდ სამარცხვინოდ აღიქმება.ქვეყანა კი წაგებული რჩება.
მურმანი
21 აპრილი 2021 10:42
სადაც ამერიკის ელჩია იქ სამართლიანი არჩევნები არ იქნება! მრავალჯერ დაანონსებული მიტინგებით 28 პარტიამ პარტ აქტივის მეტი ვერავინ გამოიყვანა მიტინგზე ესეიგი ხალხი მათ მხარს არ უჭერს; ნუთუ ამას ვერ ხედავენ ეგრეთწოდებული ქართველი წურბელა პოლიტიკოსები ? რათ უნდა ქვეყანას ამდენი წურბელა ერთი ერეკლე მეფე მართავდა ქვეყანას და ერი ამოწყვეტას და მთლიანად გამაჰმადიანებას გადაარჩინა.
!!!!
20 აპრილი 2021 23:22
შეიძლება მართალი იყო რომ, პოლიტპატიმრად გთვლიან,მაგრამ ყველაფერზე მაღლა დგას ღირსება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა