"28 ქვეყანა შენი ციხიდან გამოსაშვებად ფულს რომ აგროვებს, კი არ "ტეხავს", "ასწორებს"..." - რას წერს გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

"28 ქვეყანა შენი ციხიდან გამოსაშვებად ფულს რომ აგროვებს, კი არ "ტეხავს", "ასწორებს"..." - რას წერს გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ჩემის აზრით ოპოზიციის მხრიდან კომიტეტების თავმჯდომარეობაზე დათანხმება სახის დაკარგვის ტოლფასი იქნება.

უნდა თქვან, რომ მათი პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს კრიზისის დასრულებას. კრიზისი დასრულდება სამართლიანი, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემდეგ.

შესაბამისად, ისინი არჩევნებამდე უარს აცხადებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე რაიმე ფორმით პასუხისმგებლობის აღებაზე"- წერს ხუხაშვილი.

რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლებისა და ამასთან დაკავშირებით, თანხების მოძიების საკითხს, ხუხაშვილი წერს:

"28 ქვეყანა შენი ციხიდან გამოსაშვებად ფულს რომ აგროვებს კი არ ტეხავს, ასწორებს...

ეს იმის ირიბი დასტურია, რომ პოლიტ-პატიმრად გთვლიან".