"ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი საბოლოოდ გამოვიდა სააშკარაოზე, გამოვლინდა, რომ ისინი მუშაობდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგ" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი საბოლოოდ გამოვიდა სააშკარაოზე, გამოვლინდა, რომ ისინი მუშაობდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგ"

"ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი ამ პარტიაში გუშინ საბოლოოდ გამოვიდა სააშკარაოზე და გამოვლინდა, რომ ისინი მუშაობდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში შარლ მიშელთან „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა, დასავლელ პარტნიორებთან ერთად პროცესის წარმატებით დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.

"ჩვენ მოვისმინეთ თანაპარტიელების და მხარდამჭერების მხრიდანაც ბრალდებები და ვარაუდები, ხომ არ იყო ნიკა მელიას პატიმრობა ზუსტად "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში, მე რა თქმა უნდა, ამ მსჯელობაში არ შევალ და თავს უფლებას არ მივცემ რამე დასკვნები შევთავაზო საზოგადოებას, მაგრამ ფაქტი არის ერთი - "ქართულმა ოცნებამ" დასავლელ პარტნიორებთან ერთად მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, ასევე გააკეთეს ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა და ეს არ გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ", - განაცხადა თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"