მარ­ნე­უ­ლის ყო­ფილ­მა მერმა თე­მურ აბა­ზო­ვმა "ფე­ის­ბუ­ქის" "სთო­რი­ში" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ახალ­გაზ­რდო­ბის ფო­ტოს ატვირთა - კვირის პალიტრა

მარ­ნე­უ­ლის ყო­ფილ­მა მერმა თე­მურ აბა­ზო­ვმა "ფე­ის­ბუ­ქის" "სთო­რი­ში" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ახალ­გაზ­რდო­ბის ფო­ტოს ატვირთა

მარნეულის ყოფილმა მერი თემურ აბაზოვი "ფეისბუქის" "სთორიში" ბიძინა ივანიშვილის ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს. ცნობილია, რომ აბაზოვს კარგი ურთიერთობა აქვს ივანიშვილების ოჯახთან.

აბაზოვის ბიოგრაფიის მიხედვით მისი და ბიძინა ივანიშვილის გზები 2011 წელს გადაიკვეთა, როდესაც აბაზოვი ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია "ელიტა ბურჯში" მარკეტინგის სამსახურის უფროსად დასაქმდა, სადაც 2015 წლამდე მუშაობდა. ამავდროულად, 2012 წელს იყო შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" პროექტის ხელმძღვანელის თანაშემწე და სპეციალური შტაბის უფროსი;

2013 წლიდან კი უკვე პოლიტიკაში ჩნდება და კოალიცია "ქართული ოცნების" მარნეულის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარედ ნიშნავენ;

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის "ქართულმა ოცნებამ" მარნეული მერობის კანდიდატად წარდგენილი ამირან გიორგაძე თეიმურაზ აბაზოვით ისე შეცვალა, თავად ამირან გიორგაძემ აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გაიგო. იხილეთ სრულად