"ზურაბ ჯაფარიძე და ნებისმიერი, ვინც თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ პარლამენტში გააგრძელოს მუშაობა, მარათალია ქვეყნის, საზოგადოების და ისტორიის წინაშე" - კვირის პალიტრა

"ზურაბ ჯაფარიძე და ნებისმიერი, ვინც თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ პარლამენტში გააგრძელოს მუშაობა, მარათალია ქვეყნის, საზოგადოების და ისტორიის წინაშე"

საკითხი სამართლებრივად უნდა გადაწყდეს, მაგრამ არის კიდევ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელი იმ ნაბიჯის, რომელიც აბათილებს წინა განცხადებას და მოსაზრებას და არანაირი ნიშნის მოგება არ შეიძლება ჩვენს შორის იყოს ამ ვითარებაში, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესს, სადაც მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას და თამარ კორძაიას საჩივრებთან ერთად განიხილება ასევე ზურაბ ჯაფარიძის საჩივარი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ვოლსკის თქმით, ამ ვითარებაში არასწორია გამოედევნო იმ მოსაზრებებს, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი ადრე აფიქსირებდა.

"ვფიქრობ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნებისმიერი სხვა, ვინც თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ პარლამენტში გააგრძელოს მუშაობა, არის მარათალი ქვეყნის, საზოგადოების და ისტორიის წინაშე, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური დამოკიდებულება გამაჩნია. კონკრეტული პოლიტიკური ძალების და სუბიეტების მიმართ ნეგატიურია ჩემი პირადი დამოკიდებულება, მაგრამ ვფიქრობ, გამოედევნო ამ ვითარებაში რაღაც საკითხებს, როდის ამბობდა სიმართლეს, ამას აქვს ერთი ძალიან მყარი პასუხი - სიმართლე არის ის, რომ ჩვენს ხალხს მობეზრდა ის ვითარება, რომელიც საქართველოში არის შექმნილი. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლოს, მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს, ვინაიდან არ ვარ მოსამართლე. აქ უნდა გადაწყდეს საკითხი სამართლებრივად - ეს ერთი, მაგრამ არის კიდევ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელი იმ ნაბიჯისა, რომელიც აბათილებს წინა განცხადებას და მოსაზრებას და არანაირი ნიშნის მოგება არ შეიძლება ჩვენს შორის იყოს ამ ვითარებაში. ანგარიში უნდა გავუწიოთ საზოგადოებას პირველ რიგში, რადგან საზოგადოებას ეკუთვნის ეს ქვეყანა პირველ რიგში და არა პოლიტიკურ პარტიებს და სუბიექტებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, დღეს პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - ზურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელებზე იმსჯელებს.

სხდომა 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.