"რუსული ოცნების" ჩამოშლილ კედლებს გასამაგრებლად ამოუდექით, უბრალოდ, ერთი ვერ გათვალეთ - ქვითკირის არ არის ეგ კედლები, თაბაშირნარევი ჩალაა" - კვირის პალიტრა

"რუსული ოცნების" ჩამოშლილ კედლებს გასამაგრებლად ამოუდექით, უბრალოდ, ერთი ვერ გათვალეთ - ქვითკირის არ არის ეგ კედლები, თაბაშირნარევი ჩალაა"

პარტიის "კანონი და სამართალი" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს, მწვავედ აკრიტიკებს:

"აი მართლა რას, როდის და როგორ მოაწერეთ ხელი?! ახლა ამბობთ, რომ არ იცოდით, რომ "თვალებისდამთხრელებსაც" შეეხებოდათ ამნისტია!!!

დროზე ადრე - ნაადრევად, ხარვეზებით და ხვრელებით სავსე, არასრულფასოვან დოკუმენტზე ისე მოაწერეთ ხელი, რომ კოლეგა ოპიზიციონერი ციხეში ჩატოვეთ ისე, რომ არც კი გცოდნიათ თურმე რას აწერდით ხელს, რადგან მშვენივრად იცოდით, რომ ამნისტიას, რომელიც "თვალებისდამთხრელებს" შეეხება, ხალხი და თავად დაჭერილი პოლიტიკოსი მელია არ დათანხმდება (ამ თქვენმა უპრინციპო და ნაადრევმა მოქმედებამ დიდი ზიანი მიაყენა პროცესს), რომ "შევარდნილიყავით" ეს ხომ ზუსტად იცოდით, როგორ "მოგეხერხებინათ", ისედაც ფაქტობრივად იშლება მარტივ მამრავლებად ეს "რუსული ოცნება"და თქვენ ჩამოშლილ კედლებს, თქვენი ანგარებიანი გათვლით და კონფორმიზმით გასამაგრებლად ამოუდექით, უბრალოდ ერთი ვერ გათვალეთ ბატონო კოლეგებო, ქვითკირის არ არის ეგ კედლები, თაბაშირნარევი ჩალაა და მათთან ერთად ჩამოიშლება!

პოლიტიკა, ღირებულებების, კანონის, სამართლის და სწორად პოლიტიკური დროის აღქმაა, მოლაპარაკების მაგიდასთნ რომ ზიხარ, ცოტა მეტი რომ უნდა წამოიღო შენი სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის, ის არის და არა მხოლოდ "კომპრომისების ხელოვნება", (თან კომპრომისსაც გააჩნია) რომელსაც კვლავ საკუთარი კეთილდღეობისთვის გეგმავთ - დაგეგმეთ და არა ამ ქვეყნისთვის!!!!!", - წერს თაკო ჩარკვიანი.