რაზე შეთანხმდა "ლელო" ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე ბრიუსელში
რაზე შეთანხმდა "ლელო" ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე ბრიუსელში
"ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დღევანდელი დღე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის შემდეგ "ლელოს" ლიდერებმა მოკლედ შეაფასეს ბრიუსელში დაწყებული ოფიციალური შეხვედრები.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ევროდეპუტატების ჯგუფი, რომელიც შეთანხმების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს.

"ევროპარლამენტის მხრიდან არის სრული მზაობა, გააკონტროლონ პროცესი ამ ხელშეკრულების სრულად განსახორციელებლად და შეიქმნას დამკვირვებელთა ჯგუფიც კი,
რომელიც გააკონტროლებს, რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ყველა ის პუნქტი, რომელიც გაწერილია ხელშეკრულებაში. ევროპარლამენტარების მხრიდან არის მოლოდინი და გარკვეულწილად მოთხოვნაც, რომ ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ ამ ხელშეკრულებას, რადგან მათი მხრიდან არის სრული მზაობა, გააკონტროლონ პროცესი ამ ხელშეკრულების სრულად განხორციელების და ევროპარლამენტში შეიქმნას დამკვირვებელთა ჯგუფიც კი, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად
ზედმიწევნით შესრულდება ყველა ის პუნქტი, რომელიც გაწერილია ამ ხელშეკრულებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და ამისათვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მარიამი
22 აპრილი 2021 21:48
მიიღეთ პატივისცემა ერთი რიგითი ამომრჩევლისგან
ალექს
22 აპრილი 2021 17:23
ეს ციტატა ჭაბუა ამირეჯიბის 80 წლის საიუბილეო გამოცემიდანაა, პატარა წიგნაკია: „ ერის პოლიტიკური გამთლიანება სხვა გზებით ხდება.ამ გზას საქმე , ანუ სახელმწიფოში ეკონომიკის სისხლსავსე ამოქმედება ეწოდება,რის მეშვეობითაც ადამიანები საერთო ინტერესების სფეროში მოექცევიან,ყველა ეს ინვესტიციები ,ტენდერები,დანგრეულ საწარმოთა აღდგენა-ამოქმედება,ადამიანთა დასაქმება,შინა ბაზრის საკუთარი წარმოების საქონლით უზრუნველყოფა-ის ფაქტორებია,რითაც უნდა გამთლიანდეს,გაერთმიზნიანდეს საზოგადოება,ანუ შეიქმნას ერი ! საერთო საქმე, ინტერესი და მისგან გამომდინარე მატერიალური უზრუნველყოფაა უთანხმოებათა მივიწყების წყარო და სათავე".- ჭაბუა მართალია -მატერიალურ დაინტერესებას დიდი გამაერთიანებელი ძალა აქვს, ამ დროს ნაცქოცმოქკავშირს 30 წელი რომ თავზე გვაზის სატელიტებიანად და კომკავშირია , არ გააჩნია რაიმე პოლიტიკური ერთიანი ინტერესი გარდა ძალაუფლების მიტაცებისა ფინანსური დაინტერესების საბოლოო მიზნის მისაღწევად, რომ მათი კლანების უმაღლესი ეშელონების მიერ განხორციელებული ყოველი ქმედების უკან კონკრეტული ფინანსური მიზანი და შედეგი დგას, კანონშემოქმედება ,საკანონმდებლო ინიციატივა და გაპიარება-ბიუჯეტის შევსება-ეს მათი ჯიბეა, ომი და მისთვის მზადება, შეიარაღება და მისი გაქრობა გაუგებარი მიმართულებით , უვარგისი შეიარაღების მამასისხლად ყიდვა, არ მომხდარი სტიქიური უბედურების გაბუქება, ყალბი მხარდაჭერა რელიგიური თუ სექსუალური, სოციალური , ეთნიკური უმცირესობისა, სტრატეგიულ ინფრასტრუქტურული უხარისხო და დაჩქარებული მშენებლობა , საჭირო და არასაჭირო სამთავრობო ან საზოგადოებრივი სუპერ შენობა ნაგებობათა სპონტანური დაფინანსება, საორჭოფო და ხანგძლივი ფერადფერადი "დემოკრატიული პოლიტიკური და სასამართლო რეფორმები" -ამ დროს პირადგუნდური დიქტატურა ყვავის 30 წელია -ეს სულ გრანტები, დახმარებები და კრედიტებია , ეჭვგარეშეა ყველა მოვლენას ამ 30 წლის განმავლობაში მოყვა კონკრეტული ფინანსური შედეგი მათთვის, ამ პროცესში მათი ინსტრუმენტი შსს და სასამართლო, პროკურატურა , სოდ, კუდ, სუს , პარლამენტი იყო.ამ კლანებს პოლიტიკური მიზანი ნატოში და ევროკავშირში შესვლის და ანტირუსეთობის მხოლოდ შირმად ქონდა დააქვს , სინამდვილეში ანხორციელებდნენ და ახლაც იგივეს შვრებიან კრიმინალურ ფინანსურ მრავალსვლიან რთულ კომბინაციებსს და გადაამლაშეს, თორემ დიდ ხანს ვერ მიუხვდებოდნენ, პუტინმა გაშიფრა, ამერიკელებმა ვერა.პუტინი იმიტომ აჟრიალებთ , რომ მის პირობებში ძარცვის ამ მასშტაბებს ვერ მიაღწევდნენ, დიდ წილს დაათმობინებდა , ამერიკელებთან ეს სულ 1000 ხინკლად გამოუვიდათ !

რუბრიკის სხვა სიახლეები