"სამართლიანი მგონია, რომ გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ადამიანურად ბოდიში მოუხადოს" - კვირის პალიტრა

"სამართლიანი მგონია, რომ გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ადამიანურად ბოდიში მოუხადოს"

"სამართლიანი მგონია, რომ გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ადამიანურად ბოდიში მოუხადოს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გირჩის" წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

"რაც შეეხება საქმეს, ვინმე დამნაშავე არის თუ არა, საქმეს საკმარისად არ ვიცნობ. ბოდიში ცუდი ქცევისთვის უნდა მოუხადოს. გამოხატვის თავისუფლებაში ბევრი რამ ჯდება, მაგრამ სხვა ადამიანების წინააღმდეგ არ ვიყენებთ", - განაცხადა ხვიჩიამ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გოგი წულაიას წინააღმდეგ წარმოებული "პოლიტიკური ანგარიშსწორების" შეწყვეტას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, ხვიჩია თვლის, რომ როცა ევროკავშირის შეთავაზებაზე უარს ამბობ, ნიკა მელიამაც და "ნაციონალურმა მოძრაობამაც" ამნისტიაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

"როდესაც ევროკავშირი იხდის შენი გირაოს თანხას, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ ბანდიტად, ხულიგნად და კრიმინალად კი არ მიგიჩნევენ, არამედ მიაჩნიხარ ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს.

მე არ მგონია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გულწრფელად აწუხებს ამ ამნისტიის შედეგად რასაც მივიღებთ ის საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხალხი გულწრფელი რომ იყოს, ამნისტია იყო მეორე გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. პირველი გზა იყო ძალიან საპატიო, იმდენად საპატიო, რომ ჩემი აზრით, სამყაროში ნებისმიერი პატიმარი სიამაყით გამოვიდოდა გარეთ. როდესაც ევროკავშირი იხდის შენი გირაოს თანხას, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ ბანდიტად, ხულიგნად და კრიმინალად კი არ მიგიჩნევენ, არამედ მიაჩნიხარ ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს. ამაზე როცა უარს აცხადებს, ჩემი აზრით, ნიკა მელიაც და "ნაციონალური მოძრაობაც" იღებენ პასუხისმგებლობას ამ ამნისტიაზე. ამ შეთანხმების ამბავი იყო - ან ერთი ან მეორე გზა უნდა აგვესრულებინა. პირველის აღსრულება ვერ ხერხდება თავად ნიკა მელიას და "ნაციონალური მოძრაობის" ბრალით, შესაბამისად, მეორე გზაზე სხვა პოლიტიკური პარტიების მათ შორის, ხელისუფლების დამუნათება არაგულწრფელი ქმედება მგონია. ასეთ ქმედებებს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ", - განაცხადა ხვიჩიამ.

ის ნიკა მელიას გირაოდ სანაცვლოდ საპატიმროს დატოვებისკენ მოუწოდებს.

"მე ზოგადად არ მომწონს, რომ ამნისტიით ვაგვარებთ იმ საქმეს, რომელიც შესაძლოა, მარტივადაც მოგვარებულიყო. მაგრამ თუ ამას ამნისტიით ვაგვარებთ, შესაძლოა, ეს ოპოზიციის არჩევანი არ იყოს როგორ მოხდება და ხელისუფლებამ ეს ისე განმარტოს, როგორც ზოგადად განიმარტება ხოლმე. აქამდე რომ არ მივიდეს საქმე, მოვუწოდებ ნიკა მელიას გამოვიდეს იმ ძალიან საპატიო პირობით, რომელიც ევროკავშირის მიერაა შეთავაზებული", - განაცხადა ხვიჩიამ.

"ინტერპრესნიუსი"