"უხერხული და არასერიოზულია, რომ ყველას პოლიტიკური პატიმარი დავარქვათ" - კვირის პალიტრა

"უხერხული და არასერიოზულია, რომ ყველას პოლიტიკური პატიმარი დავარქვათ"

ყველას პოლიტპატიმრად გამოცხადება, ცოტა არ იყოს, არასერიოზულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გოგი წულაიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნა, რომლითაც პოლიტიკური პარტიები გოგი წულაიას წინააღმდეგ წარმოებული "პოლიტიკური ანგარიშსწორების" შეწყვეტას ითხოვენ, უადგილოა და თავად მასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეში, "გარდა იმისა, რომ ზოგადად, გოგი წულაია პოლიტიკურად აქტიური ადამიანი იყო, ვერანაირ პოლიტიკურ ნიშნებს ვერ ხედავს."

"ჩვენ არ ვართ შეერთებული ამ მოთხოვნას და მიგვაჩნია, რომ ცოტა არ იყოს უადგილოა ეს მოთხოვნა იმიტომ, რომ ჯერ სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, მაგრამ ძალიან მძიმე ბრალი აქვს ამ კაცს და ყველას პოლიტპატიმრად გამოცხადება ცოტა არ იყოს, არასერიოზულია. სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მისაღები, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ მინდა, მაგრამ უხერხული და არასერიოზულია, რომ ყველას დავარქვათ პოლიტიკური პატიმარი. მიუხედავად იმისა, რომ გოგი წულაიას პირადად ვიცნობ, პატივს ვცემ, მაგრამ მძიმე ბრალდებაში ჯერ თავი გაიმართლოს. არ მინდა ოპოზიციაში ვინმე ფიქრობდეს, რომ ოპოზიციას შეუძლია სასამართლოს ფუნქციებიც აიღოს თავის თავზე, კი ბატონო, ნდობა დაბალია სასამართლოს მიმართ, მაგრამ სასამართლოს განსახილველია ეს და მე პირადად პოლიტიკურ ნიშნებს გარდა იმისა, რომ ზოგადად, გოგი წულაია პოლიტიკურად აქტიური ადამიანი იყო, ვერანაირს ვერ ვხედავ", - აცხადებს ელისაშვილი.

ცნობისათვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გოგი წულაიას წინააღმდეგ წარმოებული "პოლიტიკური ანგარიშსწორების" შეწყვეტას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

"ინტერპრესნიუსი"