"ჩემო გია, შენ რას აკეთებ მელიას ციხიდან გამოსაყვანად, მოყევი, მაინტერესებს" - სალომე სამადაშვილი გია ბარამიძეს პასუხობს - კვირის პალიტრა

"ჩემო გია, შენ რას აკეთებ მელიას ციხიდან გამოსაყვანად, მოყევი, მაინტერესებს" - სალომე სამადაშვილი გია ბარამიძეს პასუხობს

სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებამ,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტისთვის ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გაანაწყენა.

გიორგი ბარამიძე, უკვე ყოფილ თანაგუნდელ სალომე სამადაშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა:

"გავიგე ქალბატონ სალომე სამადაშვილს გამოუთქვამს ჩემთან სატელევიზიო დებატის სურვილი. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მომანიჭებს, მაგრამ ნამდვილად საჭიროდ მიმაჩნია საჯაროდ ვუთხრა მას რასაც მასზე ვფიქრობ მე და ენმ-ს  ასიათასობით ის წევრი, ვინც გაკვირვებული და სამართლიანად გაბრაზებულია, მის მიერ, პარტიის ასე დემონსტრატიულად (უკაცრავად) ფეხებზე დაკიდებით და ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სასახლეში იმ დოკუმენტზე ხელის მოწერით, რაზეც ჯერ პარტიას თავისი დამოკიდებულება (იმის გამო რომ ნიკა მელია ვაჟკაცურად ციხეში ზის) ჩამოყალიბებული არ აქვს.

ხსენებულ დოკუმენტთან მიმართებაში პარტიაში სხვადასხვა აზრი გვაქვს (რაც ძალიან ხშირად ხდება) და განსხვავებულ აზრთან მიმართებაში ცხადია, არავის ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს გვქონია და არ გვექნება. სერიოზული პრობლემა ქალბატონი სამადაშვილის ქმედებაშია. მან ჩათვალა, რომ გუნდის დაიგნორირება შეუძლია და სანამ პარტიის თავმჯდომარე, პრინციპებსა და სიტყვას არ ღალატობს და ჯერ კიდევ ციხეში ზის, მისი საქციელით ივანიშვილის მოღალატურ რეჟიმს, " ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, ქედმაღლური და შეურაცხმყოფელი შეფასებების საბაბი (საფუძველი არასდროს ექნებათ) მისცა, თითქოს ჩვენ ჩვენს პრინციპებს ვუღალატეთ და მათ შანტაჟს დავემორჩილეთ.

რადგან ქალბატონი სამადაშვილი ამ გზას დაადგა, ცხადია, ჩვენი წევრების დიდმა ნაწლმა მისი პარტიიდან გარიცხვა მოითხოვა, თუმცა მან თვითონ განაცხადა, რომ გუნდს ემშვიდობება, ახლა მაინც გაურკვეველია მისი პარტიის წევრობის საკითხი, რადგან ჩვენს ევროპელ მეგობრებს (ბატონი კუბილიუსი) ჰგონიათ, რომ იგი კვლავაც ენმ-ს წევრია, მეტიც, ზოგი მეტ შეცდომაშიც კია შეყვანილი და ჩათვალეს, რომ მან, ენმ-ს სახელით მოაწერა პარლამეტში შესასვლელ დოკუმენტს ხელი.

ასე რომ, ვფიქრობ, ამ და სხვა საკითხებზე გულახდილი და საჯარო საუბარი სასარგებლო იქნება პოზიციების გასარკვევად და ჩვენი საზოგადოებიას და დასავლელი მეგობრების სწორად ინფორმირებისათვის.

თუ საქართველოში მოქმედი 3 მთავარი არაქოცური ტელევიზია (მთავარი, ტვ პირველი, ფორმულა) გამოთქვამს სურვილს ამგვარი დისკუსია მოაწყოს, კარგი იქნება. გია ბარამიძის ფეისბუქსპოსტი რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია თავად პოსტის ადრესატ სამადაშვილს:

"მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს.ამნისტიის კანონზე ვმუშაობთ, რომ მელიას ბრალდება მოეხსნას, იქით "ლელოს" ინციატივას ვეხმარები ბრუსელში, რომ ეგება უფრო ადრეც გამოვიდეს. და შენ რას აკეთებ მელიას ციხიდან გამოსაყვანად, მოყევი, მაინტერესებს“, - პასუხობს სამადაშვილი ბარამიძეს.

ინფორმაციისთვის, ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

"მიიღებთ ხალხისგან საკადრის პასუხს!..ვიღაცები ზურაბიშვილთან ბანკეტზე სხედან" - რას წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში?

წყარო