"პარლამენტში შეხტომის ვნებით ატანილები გაურიგდნენ ქართულ ოცნებას" - რას წერს ნუგზარ წიკლაური ოპოზიციონერებზე, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერეს ხელი - კვირის პალიტრა

"პარლამენტში შეხტომის ვნებით ატანილები გაურიგდნენ ქართულ ოცნებას" - რას წერს ნუგზარ წიკლაური ოპოზიციონერებზე, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერეს ხელი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკალური იმ ოპოზიციონერ პარტიების წევრებს აკრიტიკებს, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

"ალბათ სადმე ასეთი უსინდისობაც მომხდარა, მაგრამ მე ნამდვილად არ გამიგია. პარლამენტში შეხტომის ვნებით ატანილები გაურიგდნენ ქართულ ოცნებას, ფეხებზე დაიკიდეს 20 ივნისის რუსული დარბევა და გავრილოვის ტყვიებით დაცხრილული ადამიანები; მერე თავიანთი სკამების და კომიტეტების სახელით ამნისტია გამოუცხადეს მანიაკ მეთოფეებს...

ახლა კი პატიმარ კაცს - ნიკა მელიას - მიუბრუნდნენ და მას მოუწოდებენ მორალური კომპრომისისკენ, დათმობისკენ, რათა თავიანთი გულისამრევი საქციელი გაამართლონ" - წერს პოლიტიკოსი.

წყარო