სალომე ზურაბიშვილი და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტს შეთანხმების მიღწევა მიულოცა. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისათვის საჭირო რეფორმების მნიშვნელობა განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს მომავალ სამიტს, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. ხაზი გაესვა ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში სამიტზე საქართველოს შესაბამისად წარმოჩენას.

სალომე ზურაბიშვილმა და იენს სტოლტენბერგმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა პორტებისა და ნატო-ს მხრიდან შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა ასევე განიხილეს ავღანეთის საკითხი და მომდევნო თვეებში ჯარების გამოყვანის პროცესში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს გამორჩეულ როლს ავღანეთის მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში, რაც დადებით როლს ითამაშებს მომავალი ინტეგრაციის თვალსაზრისით.

"ინტერპრესნიუსი"