"შესანიშნავი საუბარი მქონდა იენს სტოლტენბერგთან ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად" - კვირის პალიტრა

"შესანიშნავი საუბარი მქონდა იენს სტოლტენბერგთან ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად"

"საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან საუბრისას მათ ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

"დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან მომავალი სამიტის წინ ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე", – წერს პრეზიდენტი.