"სინამდვილეში, სოსო გოგაშვილი ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებს... "სოსოლუსტრატორი007" - კვირის პალიტრა

"სინამდვილეში, სოსო გოგაშვილი ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებს... "სოსოლუსტრატორი007"

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება "კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის" დამფუძნებლის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის - სოსო გოგაშვილის იმ განცხადებებს, რომელიც მან გუშინ "ტვ პირველის" "ეთერით" ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა.

სოსო გოგაშვილი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა 18-კაციანი ტერორისტული დაჯგუფება შექმნეს. მისი ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის საქმე პროკურატურაში დევს:

"გამომძიებლებმა "მამაო ჩვენოსავით" იციან ეს საქმე. ან დახურონ ეს საქმე ან პასუხისგებაში მივცეთ ეს ადამიანები. საქმე ფატობრივად დასრულებულია და სააკაშვილი და მერაბიშვილი პიჯაკებზე კი არა ტერორიზმის ბრალდებით უნდა იყვნენ დაკავებულები... დამირეკონ პროკურატურიდან და საქმის ნომერს ვეტყვი, მტვერია გადასაწმენდი" - აღნიშნა გოგაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა დღევანდელ მაღალ თანამდებობაზე მყოფ პირებზე, რომლებიც მისი ინფორმაციით, დღემდე "ნაციონალებს" მისტირიან"...

გია ხუხაშვილის აზრით, გოგაშვილმა კარგად აჩვენა სახელისუფლო ელიტის ინტელექტუალური დონე და ფსიქოლოგიური მდგომარეობა:

"სინამდვილეში, სოსო გოგაშვილი ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებს - თვალნათლივ აჩვენებს მმართველი ელიტის ინტელექტუალურ დონეს, ფსიქოლოგიურ და მორალურ მდგომარეობას. #სოსოლუსტრატორი007", - წერს ხუხაშვილი.