"სინამდვილეში, სოსო გოგაშვილი ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებს... "სოსოლუსტრატორი007"
"სინამდვილეში, სოსო გოგაშვილი ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებს... "სოსოლუსტრატორი007"
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება "კავ­კა­სი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრის" დამ­ფუძ­ნე­ბლის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის - სოსო გოგაშვილის იმ განცხადებებს, რომელიც მან გუშინ "ტვ პირველის" "ეთერით" ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა.

სოსო გო­გაშ­ვი­ლი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა 18-კა­ცი­ა­ნი ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა შექ­მნეს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დევს:

"გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა "მა­მაო ჩვე­ნო­სა­ვით" იცი­ან ეს საქ­მე. ან და­ხუ­რონ ეს საქ­მე ან პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მივ­ცეთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. საქ­მე
ფა­ტობ­რი­ვად დას­რუ­ლე­ბუ­ლია და სა­ა­კაშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი პი­ჯა­კებ­ზე კი არა ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით უნდა იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი... და­მირ­ე­კონ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან და საქ­მის ნო­მერს ვე­ტყვი, მტვე­რია გა­და­საწ­მენ­დი" - აღ­ნიშ­ნა გო­გაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა დღე­ვან­დელ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყოფ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღემ­დე "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" მის­ტი­რი­ან"...

გია ხუხაშვილის აზრით, გოგაშვილმა კარგად აჩვენა
სახელისუფლო ელიტის ინტელექტუალური დონე და ფსიქოლოგიური მდგომარეობა:

"სინამდვილეში, სოსო გოგაშვილი ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებს - თვალნათლივ აჩვენებს მმართველი ელიტის ინტელექტუალურ დონეს, ფსიქოლოგიურ და მორალურ მდგომარეობას.
#სოსოლუსტრატორი007", - წერს ხუხაშვილი.


მეგრე
23 აპრილი 2021 22:25
მე ადრეც მოვუსმინე ამ ადამიანს და კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.აზროვნებს და გონიერი ადამიანია.მოწესრიგებული და კულტურული. გვიმრავლოს ასეთები ღმერთმა...

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები