"ფეხებზე დაიკიდეს 20 ივნისის რუსული დარბევა... ამნისტია გამოუცხადეს მანიაკ მეთოფეებს..." - რას წერს ნუგზარ წიკლაური - კვირის პალიტრა

"ფეხებზე დაიკიდეს 20 ივნისის რუსული დარბევა... ამნისტია გამოუცხადეს მანიაკ მეთოფეებს..." - რას წერს ნუგზარ წიკლაური

შარლ მიშელის მიერ შემუშავებული შეთანხმების დოკუმენტის ხელმომწერებისა და "ენმ"-ს თამჯდომარის - ნიკა მელიას პატიმრობის საკითხს, ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში ეხმაურება და თავის პოზიციას მათი მწვავე კრიტიკით გამოხატავს:

"ალბათ სადმე ასეთი უსინდისობაც მომხდარა, მაგრამ მე ნამდვილად არ გამიგია.

პარლამენტში შეხტომის ვნებით ატანილები გაურიგდნენ "ქართულ ოცნებას", ფეხებზე დაიკიდეს 20 ივნისის რუსული დარბევა და გავრილოვის ტყვიებით დაცხრილული ადამიანები;

მერე თავიანთი სკამების და კომიტეტების სახელით, ამნისტია გამოუცხადეს მანიაკ მეთოფეებს...

ახლა კი პატიმარ კაცს - ნიკა მელიას - მიუბრუნდნენ და მას მოუწოდებენ მორალური კომპრომისისკენ, დათმობისკენ, რათა თავიანთი გულისამრევი საქციელი გაამართლონ", - წერს ნუგზარ წიკლაური.