ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ - კვირის პალიტრა

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. გაფიცულები მერიის წინ არიან შეკრებილები. ისინი ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვენ. მაღაროელების განცხადებით, ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურება მათ მდგომარეობაზე ცუდად აისახება, რადგან ხელფასი უცვლელი რჩება. ამიტომ ითხოვენ ანაზღაურების გაზრდას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის გაგრძელებით და რადიკალური ფორმებით იმუქრებიან.

ადგილზე მივიდა პროფკავშირების წარმომადგენელი.

პაატა სამხარაძემ აქციის მონაწილეებს კომპანიის შეთავაზება გააცნო, რაც ხელფასის 250 ლარით გაზრდას და დღესასწაულებზე დანამატს გულისხმობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე აქციის მონაწილეები შეთავაზებას არ პასუხობენ და პროტესტს აგრძელებენ.

"ინტერპრესნიუსი"