"პარტნიორებმა გვითხრეს - მოაწერეთ ხელი ან კარგად ბრძანდებოდეთ, მოლაპარაკების გაგრძელებას აღარ ვაპირებთ" - კვირის პალიტრა

"პარტნიორებმა გვითხრეს - მოაწერეთ ხელი ან კარგად ბრძანდებოდეთ, მოლაპარაკების გაგრძელებას აღარ ვაპირებთ"

"სტრატეგია აღმაშნებელის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დოკუმენტი, რაზეც ხელი მოაწერეს, საბოლოო იყო და ტყუილია, რომ მოლაპარაკების შესაძლებლობა კიდევ არსებობდა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, პარტნიორებმა მხარეებს უთხრეს, რომ საბოლოო დოკუმენტის შემდეგ მოლაპარაკების პროცესში მედიატორობას აღარ გააგრძელებდნენ.

"ეს არის საბოლოო დოკუმენტი. პარტნიორებმა გვითხრეს -თაკე იტ ორ ლეავე იტ – ეს ნიშნავს იმას, რომ მოაწერეთ ხელი ან კარგად ბრძანდებოდეთ, მოლაპარაკების გაგრძელებას აღარ ვაპირებთ, არ ვაპირებ 2024 წლამდე თქვენი მედიატორის ფუნქცია მქონდეს, ეს არაა ჩემი საქმე, მე ჩემი საქმე დავამთავრე - ან მოაწერე ხელი, ან - არა. შესაბამისად, ამიტომ გამოუცხადა "ქართულმა ოცნებამ" ბოიკოტი შეკრებას, როცა არ მოვიდა, იმიტომ, რომ მათთვის ეს დოკუმენტი მიუღებელი იყო, რადგან მათ საჯაროდ აღიარეს პოლიტპატიმრების არსებობა და ასევე ის, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას პრობლემა აქვს",- განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძის თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერით მმართველმა გუნდმა არჩევნების გაყალბებისთვის ბოდიში მოიხადა და პოლიტპატიმრების არსებობა აღიარა.

"ქართულმა ოცნებამ" ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით ბოდიში მოიხადა არჩევნების გაყალბებაზე. მან თქვა, რომ ლეგიტიმაცია უნდა გადამოწმდეს 2020 წლის არჩვენების შედეგების, ლეგიტიმაცია მოწმდება სწორედ თვითმმართვეკლობის არჩვეების შედეგებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მათ ბოდიში უკვე მოიხადეს და მე იმ ოპოზიციონერის თავში ჩამახედა, ვისაც არ უნდა, რომ საზოგადოებას კარგად აუხსნას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბოდიში მოიხადა.

"ქართულმა ოცნებამ" ასევე ბოდიში მოიხადა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. საქართველოს 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში პრეცენდენტია, რომ სახელისუფლებო ძალამ ხელმოწერით დაადასტურა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრებია", - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება იმას, შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლდეს თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან, ვაშაძე ამბობს, რომ ამას დოკუმენტი არ ითვალისწინებს.

"რაც შეხეება თამარ ჟვანიას, დოკუმენტი არ ითვალისწინებს თამარ ჟვანიას გადადგომას და ამაზე შეთანხმებული ვიყავით 2 კვირით ადრე, როდესაც გაჟღერდა დოკუმენტის პირველი ვერსია, სადაც ითქვა, რომ ოპოზიცია 3 პუნქტს აწერდა ხელს, ამაზე შეთახმდა ყველა ოპოზიციური პარტია, მაგრამ რა წერია ამ დოკუმენტში - თამარ ჟვანია თუ დარჩება, ის იქნება ჩვეულებრივი უუფლებო რიგითი წევრი, ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლების გარეშე",- განაცხადა ვაშაძემ.