პარტია "გირჩის" საარჩევნო სია ჩაიხსნა - ვინ დარჩა "გირჩის" სიაში? - კვირის პალიტრა

პარტია "გირჩის" საარჩევნო სია ჩაიხსნა - ვინ დარჩა "გირჩის" სიაში?

ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, პარტია "გირჩის" საარჩევნო სია ჩაიხსნა. ჟვანიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა და სია ჩაიხსნა პარლამენტის წევრობის კანდიდატების მე-8 ნომრიდან, 129-ის ჩათვლით. "გირჩის“ სიაში დარჩნენ ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია.

ცნობისთვის, „გირჩის“ გადაწყვეტილება პარტიული სიის ჩახსნის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის მინიჭებას უკავშირდება. ამის შემდეგ, პარლამენტის წევრობაზე უარს იტყვის „გირჩის“ სიით პარლამენტში შესული ქალი დეპუტატი - სალომე მუჯირი, რომლის ადგილსაც პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილი დაიკავებს.

"ინტერპრესნიუსი"