კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის თეატრში 29 - 30 აპრილს გაიმართება - კვირის პალიტრა

კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის თეატრში 29 - 30 აპრილს გაიმართება

მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის ეროვნულ თეატრში ხუთშაბათს და პარასკევს, 29 -30 აპრილს 15:00 -დან 19:00 საათამდე გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.

მსახიობ კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

შეგახსენებთ, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

"ინტერპრესნიუსი"