"თუ მელიას მართლა გმირობა უნდა, გირაოზეც უარი უნდა თქვას და ამნისტიაზეც და დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. იქნებ მართლაც უდანაშაულოა?"
"თუ მელიას მართლა გმირობა უნდა, გირაოზეც უარი უნდა თქვას და ამნისტიაზეც და დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. იქნებ მართლაც უდანაშაულოა?"
"ოპოზიცია უპასუხისმგებლოდ იქცევა და "შატალოზე" დადის"
"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო... ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზნის შესახებ... ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციები­ არ გამართულა. მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა",­ - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ამ საკითხზე ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე გვესაუბრება:



- შეთანხმების დოკუმენტი არ ავალდებულებს
"ქართული ოცნების" დეპუტატებს, რომ ოპოზიცია ძალის გამოყენებით დაასწრონ სხდომებს.
ამერიკის საელჩოს ასეთი განცხადება უცნაურია მაშინ, როდესაც პარტნიორებმა ისიც კი ვერ უზრუნველყვეს, რომ ოპოზიციას შეესრულებინა მთავარი პირობა და მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ჩართულიყვნენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში.

ოპოზიცია არ დაესწრო ჯანდაცვის მინისტრისა და სუს-ის უფროსის მოსმენას.­ ორი ყველაზე
მტკივნეული საკითხი, რომ­ლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს, არის ოკუპაციის საკითხი, რაზეც სუს-ის უფროსი საუბრობდა, და ჯანდაცვის საკითხები, რომლებზეც ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექს­ში ცვლილებების შეტანაც ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას უკავშირდებოდა - კერძოდ, ბოლო დროს გახშირებულ დაპირისპირებას აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის.

- კოდექსის შინაარსზე რას იტყვით?
- ის, რომ კოდექსი ისეთი სახით არის მიღებული, რაც არ აკმაყოფილებს როგორც ოპოზიციას, ისე საზოგადოების ნაწილს, ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. ოპოზიციას არ აინტერესებს ქვეყნის საშინაო და საგარეო საფრთხეები, არც ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები, არც მართლმსაჯულების რეფორმა, არც ჯანდაცვა, უპასუხისმგებლოდ იქცევა და "შატალოზე" დადის. მთელი მათი 6-თვიანი ბოიკოტის მიზანი იყო გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლება. გიორგი რურუა თავისუფალია, ახლა მთელი აქცენტი ნიკა მელიას გათავისუფლებაზეა გადასული. თავად სააკაშვილი ამბობდა, მელია ციხიდან ყოველგვარი დამამცირებელი გარემოებების გარეშე უნდა გამოვიდესო. ძალიან მაინტერესებს, გირაო როდიდან გახდა დამამცირებელი გარემოება? მალე გამოვა ნიკა მელია და ვნახოთ, შევა თუ არა "ნაცმოძრაობა" პარლამენტში.

- თქვენ როგორ გგონიათ?
- მე მგონია, რომ არ შევა. "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა ამოცანა, რომ პარლამენტში 113 ხმის შეგროვებისთვის როგორმე ხელი შეეშალა. შარლ მიშელის დოკუმენტმა ეს საკითხი მოაგვარა. გიორგი რურუა თავისუფალია და ყველამ იცის, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლაც რამდენიმე დღის ამბავია - ან გირაოს დათანხმდება და 13 მაისს გამოვა, ან ამნისტიას დაელოდება და ოდნავ მოგვიანებით გამოვა. თუ ნიკა მელიას მართლა გმირობა უნდა, გირაოზეც უარი უნდა თქვას და ამნისტიაზეც და დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. იქნებ მართლაც უდანაშაულოა? სინამდვილეში ეს ყველაფერი თამაშია, რომ პროცესების ესკალაცია მოხდეს და ქვეყანამ ვერ შეძლოს იმ დღის წესრიგზე დაბრუნება, რომელიც დღეს ჩვენ, თქვენ და თითოეულ მოქალაქეს აწუხებს.

- ქვეყანა დღის წესრიგს შეიძლება იმიტომაც ვერ დაუბრუნდეს, რომ ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს მოჰყვება­ როგორც ოპოზიციის­, ისე მათი მხარდამჭერების პროტესტი. როგორ გგონიათ, გამოიყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას?
- არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, მაგრამ ოპოზიციას შეუძლია თავად დააინიციროს ამ კოდექ­ს­თან დაკავშირებული ახალი საკანონმდებ­ლო ინიციატივა. თუ გონივრული იქნება, მმართველი გუნდი გაიზიარებს. აი, ამიტომ უნდა იყოს ოპოზიცია პარლამენტში.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და შალვა ნათელაშვილმა სწორედ იმიტომ არ მოაწერეს ხელი შეთანხმების დოკუმენტს - და ეჭვი მაქვს, არც მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოაწერენ - რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტს მიღმა იყოს.

ხათუნა ბახტურიძე
07 მაისი 2021 12:47
სასაცილოა მელიას გმირობა ეგ ნაციონალების ფანტაზიებია მეტიარაფერი
ვალერი
05 მაისი 2021 13:19
დაუშვად ოპოზიცია პასუხმგლებიანად მოიქცა და ყველა შევიდა პარლამენტში.ისევ ის 9 სისხლიანი წელი გაგრძელდება.უმრავლესობა გააკეთებს უფრო დამცინავად იმას რასაც აკეთებდა აქამდე.
21
05 მაისი 2021 10:23
მელიას გმირობა კი უნდა, მაგრამ ის გმირი კი არა, პროვოკატორია და დარჩება პროვოკატორად. ძალიან ცუდია როდესაცახალგაზრდა კაცი ფეხებზე იკისებს კანონს. კანონის უპატივცემულო ადამიანის ადგილი მთავრობაში არ არის

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები