"გასული 4 წელი და გასული 6 თვეც ოპოზიციისთვის სულ უქმე დღეები იყო, 2-ჯერ შემოვლენ პარლამენტში და მათთვის ისევ უქმე დღეები დაიწყება" - კვირის პალიტრა

"გასული 4 წელი და გასული 6 თვეც ოპოზიციისთვის სულ უქმე დღეები იყო, 2-ჯერ შემოვლენ პარლამენტში და მათთვის ისევ უქმე დღეები დაიწყება"

გასული 4 წელი და გასული 6 თვეც ოპოზიციისთვის სულ უქმე დღეები იყო, დარწმუნებული იყავით, 2- ჯერ შემოვლენ პარლამენტში და ისევ უქმე დღეები დაიწყება მათთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც უქმე დღეებში საპარლამენტო საქმიანობის შეჩერებაზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში შესული ოპოზიცია არ მუშაობს და დერეფანში განცხადებების კეთებას ვერ გასცდა. ამასთან სუბარის თქმით, ეჭვები იმის თაობაზე, რომ მელიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლოა ამნისტირებამდე დადგეს, უსაფუძვლოა, რადგან სასამართლო პროცესი ამ ინტენსივობით არ იმართება და ბოლო "პროცესი როდის იყო, აღარც ახსოვს".

"ბიურო დღეს რომც ჩაინიშნოს, ამნისტიის კანონპროექტის სესიაზე განხილვა მაინც ვერ მოხდება, რადგან პარლამენტის სხდომები გადავდეთ. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც მოვუწოდებთ მთელ ქვეყანას, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი, ამიტომ სესიაზე განხილვა დაიწყება მაშინ, როცა პარლამენტი დაიწყებს მუშაობას. ეს არის მართლა არაფრის გამო ატეხილი ხმაური, ცდილობენ რაღაც თემა გამოძებნონ, რადგან სალაპარაკო არაფერი აქვთ დარჩენილი.

გასული 4 წელი ოპოზიციისთვის იყო სულ უქმე დღეები და გასული 6 თვეც უქმე იყო, დარწმუნებული იყავით, 2- ჯერ შემოვლენ პარლამენტში და ისევ სულ უქმე დღეები დაიწყება ამათთვის. არ დადიან, არ მუშაობენ, განცხადებების მეტი არაფერი უნდათ, დერეფანს ვერ გასცდნენ ძირითადად. მათ ჭკუაზე რომ გაგვევლო, მანდატებიც არ ექნობოდათ დღეს, საერთოდ ვერ შემოვიდოდნენ პარლამენტში, შემოვიდნენ და მადლობასაც არ იხდიან, რომ ასეთი ბედნიერები არიან, "- განაცხადა სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"