"გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს, საქართველოში ხელისუფლება წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება"
"გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს, საქართველოში ხელისუფლება წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება"
"ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წელს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში შე­იც­ვლე­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "დო­ი­ჩე ვე­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი მხარ­და­ჭე­რა აქვს.

"ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა. მათ მო­ი­პა­რეს არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ შემ­დეგ ჩა­ე­რივ­ნენ ევ­რო­პე­ლე­ბი. მი­აღ­წი­ეს შე­თან­ხმე­ბას, რო­მე­ლიც სრულ­ყო­ფი­ლე­ბამ­დე ძა­ლი­ან შორ­საა, მაგ­რამ რო­მე­ლიც ხსნის რე­ფე­რენ­დუ­მის სა­კითხს, პრაქ­ტი­კუ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას ამ წლის შე­მოდ­გო­მა­ზე. ამი­ტომ, მგო­ნია, რომ პი­რა­დად მე და ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა მო­ვემ­ზა­დე­ბით, ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ საქ­მეს
და არ ვა­პი­რებთ, მათ ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის უფ­ლე­ბა მივ­ცეთ", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, შე­იძ­ლე­ბა, თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის მსგავ­სად მო­ექ­ცეს, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა უპა­სუ­ხა, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"კი, მაგ­რამ რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით ქარ­თვე­ლი ხალ­ხი საკ­მა­რი­სა­დაა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. უბ­რა­ლოდ გა­სა­გი­ჟე­ბე­ლი მხარ­და­ჭე­რა მაქვს. ნა­ვალ­ნის მე რე­ა­ლუ­რად გმი­რად
ვთვლი. ჯერ ასე­თი მხარ­და­ჭე­რა რუ­სეთ­ში არ არის, მაგ­რამ ასე­თი მხარ­და­ჭე­რა მოვა თუ ის გა­დარ­ჩე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.


bejani
04 მაისი 2021 16:18
საქართველოს სულ მცირე 70 %-ს ეზიზღები და რა მხარდაჭერაზე ბოდავ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები