"დღეს ვნახე პარლამენტის თავმჯდომარე და მგონია, რომ ვმუშაობ" - კვირის პალიტრა

"დღეს ვნახე პარლამენტის თავმჯდომარე და მგონია, რომ ვმუშაობ"

"დღეს ვნახე პარლამენტის თავმჯდომარე და მგონია, რომ ვმუშაობ",- ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მხრიდან უქმე დღეებში საპარლამენტო საქმიანობის შეჩერების თაობაზე კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას შესთავაზა, მივიდნენ და იმუშაონ უქმე დღეებშიც, ასე რომ ვისაც მუშაობა სურს, შეუძლია იმუშაოს.

"მთელი წელია ვცხოვრობთ უქმე დღეების რეჟიმში. უქმე დღეები ისეთი რაოდენობით გვაქვს, რომ ციხის პატიმრებს შეშურდებათ. მოვისმინე ასევე "ქართული ოცნების" წინადადება - მობრძანდნენ პრობლემა არ არისო, უქმე დღეებშიც ვიმუშავებთო. აქედან გამომდინარე მათ ვერ დააბრალებ. თუ მუშაობა გვინდა, შეგვიძლია ვიმუშაოთ დღესაც", - განაცხადა მეგრელიშვილმა.