"გულზე ხელი დაიდოს ახლა ყველამ და მითხრას, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები ცალკე თუ იქნებიან აღებული, მოიგებენ თუ არა არჩევნებს"?
"გულზე ხელი დაიდოს ახლა ყველამ და მითხრას, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები ცალკე თუ იქნებიან აღებული, მოიგებენ თუ არა არჩევნებს"?
ერთი და იგივე სტრატეგიით რომ მივდივართ არჩევნებზე, იმიტომ არის, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს უპირატესობა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ პარტია სტრატეგიას არ ცვლის, ბრძოლას ვერ იგებს.

"ცენტრს მესამე იმიტომ ჰქვია, რომ ორპოლუსიანი სისტემის ალტერნატივა შეიქმნას, ეს არის გამარჯვების გზა. გულზე ხელი დაიდოს ახლა ყველამ და მითხრას, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები ცალკე თუ იქნებიან აღებული, მოიგებენ თუ არა არჩევნებს, ეს ვერ
მოხდება. თუ გვინდა, რომ საპირისპირო ვთქვათ, კი ბატონო. ყველას აქვს თავისი გზა, მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ვინც მათ კანდიდატს მხარს დაუჭერს, ღმერთმა გზა დაულოცოს. მე ჩემს სტრატეგიას გეუბნებით, რომელიც არაერთხელ მაქვს დატესტილი და ძალიან მარტივ საკითხს ვამბობ: ერთი და იგივე სტრატეგიით
რომ მივდივართ არჩევნებზე იმიტომ არის, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს უპირატესობა. სტრატეგიას თუ არ ცვლი, ბრძოლას ვერ იგებ, ეს არის 2X 2=4. ვისაც გამოცდილება აქვს სტრატეგიებთან და დაგეგმვასთან დაკავშირებით, ეს ძალიან კარგად იცის. ამიტომ, ვფიქრობ, ამაზე კონსულტაციები გვექნება სხვა პარტიებთან დაკავშირებით. ჯერ პირველ რიგში, სასწრაფოდ ცვლილებებია საჭირო, რომ ახალი გარემოებები იყოს და ამის მერე ყველაფერს მივაღწევთ",-განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საარჩევნო რეფორმაა, თუმცა ვაშაძე აცხადებს, რომ "ხელისუფლების წარმომადგენლებმა შვებულება მოიწყვეს".

"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საარჩევნო რეფორმები, რაზეც ვწუხვარ, რომ შვებულება მოიწყვეს ადამიანებმა, ვერ ვპოულობ, რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ, მაგრამ შეთანხმებულია უკვე, რომ ორშაბათს და სამშაბათს იქნება ორგანიზებული შეხვედრა, სადაც დეტალურად გავივლით ყველა საკითხს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან მიმართებით, იქნება ძალიან ინტენსიური სამუშაო რეჟიმი. ამ შეხვედრაზე დაისმება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, რა გრაფიკით ვიმოქმედებთ", - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის საკმარისი რაოდენობის დეპუტატი დღესაც არის პარლამენტში.

"შემოვა ვინმე თუ არ შემოვა ვინმე პარლამენტში დამატებით, ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საკონსტიტუციო ცვლილებებს. 113 დეპუტატი უკვე არის პარლამენტში. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებელად იქნება მიღებული", - განაცხადა ვაშაძემ.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები