"გარეჯას საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს ბაქოში შეხვედრა ჰქონდა და საიმედო სიგნალი მოვიდა, ამას იმედით ვუყურებთ" - კვირის პალიტრა

"გარეჯას საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს ბაქოში შეხვედრა ჰქონდა და საიმედო სიგნალი მოვიდა, ამას იმედით ვუყურებთ"

გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს ბაქოში შეხვედრა ჰქონდა და საიმედო სიგნალი მოვიდა, ამას იმედით ვუყურებთ, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჯაღმაიძე იმედს გამოთქვამს, რომ დავით გარეჯის სადავო ტერიტორიის საკითხი ძმურად გადაწყდება.

"ყველზე მნიშვნელოვანი გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს ბაქოში შეხვედრა ჰქონდა და საიმედო სიგნალი მოვიდა და ამას იმედით ვუყურებთ. ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გდაწყვეტს იმ სადავო პრობლემას, რაც ყველას გვაწუხებს.

პრემიერის განცხადებიდან გამომდინარე, მან თქვა რომ ძმურად და სამართლიანად გადაწყდება. კონკრეტულ შედეგებს დაველოდოთ", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში გუშინ ჩავიდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა.