"ერთობა, რაობა, იმედი" - ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის - კვირის პალიტრა

"ერთობა, რაობა, იმედი" - ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ მან "თბილისი მარიოტში" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება,რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი,შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტიების ძირითად მიზეზაზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური,ეკონომიკირი,ისე კულტურული, სოციალური,იდეოლოგიური თვალსაზრისით", - აცხადებს ლევან ვასაძე.

ამასთან, მისი თქმით, ახდა ყველა ის პროგნოზი, რომელიც საჯაროდ არაერთხელ გააკეთა, "ჯერ კიდევ შარშან, სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა".